დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტი აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხზე იმსჯელებს
ავტორი:
2018/თებერვალი/22 22:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/muxtarli.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479758-parlamenti-afgan-mukhtharlis-saqmeze-droebithi-sagamodziebo-komisiis-sheqmnis-mizanshetsonilobis-sakithkhze-imsjelebs.html", "headline": "პარლამენტი აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხზე ი...", "datePublished": "2018-02-22 17:53:40", "dateModified": "2018-02-22 17:53:40", "description": "პარლამენტი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი სა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/muxtarli.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე იმსჯელებს.

განხილვის თემა საპარლამენტო უმცირესობის მიერ ინიცირებულ დადგენილების პროექტი იქნება, რომელიც მუხთარლიზე თავდასხმის, გატაცების, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შესწავლის მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. უმცირესობამ დადგენილების პროექტი პარლამენტში ჯერ კიდევ ივნისში წარადგინა.

კითხვაზე, ექნება თუ არა უმცირესობის წინადადებას მმართველი გუნდის მხარდაჭერა, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილება ხვალინდელი დებატების შედეგად გამოიკვეთება. თალაკვაძის თქმით, ის წინასწარ ვერ იტყვის, თუ როგორი იქნება საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 547
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია