დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - სევდია უგრეხელიძემ ხუმრობა მუქარად მიიღო
ავტორი:
2013/დეკემბერი/28 01:00:03
თბილისის ვიცე-მერმა სევდია უგრეხელიძემ ხუმრობა მუქარად მიიღო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში", ინტერვიუს დროს განაცხადა.
"მთავრობის სხდომა გვქონდა. ერთ-ერთი საკითხის გამომტანი იყო გიგი უგულავა. ასე ეწერა ყოველ შემთხვევაში დღის წესრიგში. შემოვიდა ამ დროს ქალბატონი სევდია, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ. უბრალოდ, ხუმრობით, ღიმილით, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ვკითხე, ვინაიდან ვერ დავინახე გიგი, თქვენ ხომ არ ასრულებთ მერის მოვალეობას დღეს-თქო. მან თქვა, რომ ეს ზეწოლა იყო და მუქარა, ჩვენ კი ვიხუმრეთ. აი ეს იყო", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
სევდია უგრეხელიძის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ღარიბაშვილმა ღიად ისურვა, რომ მალე შეესრულებინოს მას მერის მოვალეობა, ვინაიდან სწორედ მას უკავია ვიცე-მერის თანამდებობა. "მე მივხვდი, რომ ეს იყო მუქარა",-განაცხადა სევდია უგრეხელიძემ და აღნიშნა, რომ ეს კითხვა იქვე დასვა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1212
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია