დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კანდელაკი მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ხელისუფლების პროვოკაციად მიიჩნევს
ავტორი:
2014/აგვისტო/09 10:30:02
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ხელისუფლების მხრიდან წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს.
როგორც კანდელაკი განმარტავს, წურწუმიას ქუჩაზე წუხელ მომხდარი ინციდენტი სამარცხვინოა და ნათლად მიუთითებს, რომ საქართველოს ჰყავს კრიმინალური რეჟიმი.
"ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ. იგი გადამიდგა გზაზე, რის შემდეგაც გადმოვიდა მანქანიდან და ისე რომ, ხმა არ ამოუღია, არაფერი არ უთქვამს, პირდაპირ გადმოვიდა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. მანქანებს შორის შეჯახება არ მომხდარა, საერთოდ შეხებასაც არ ჰქონია ადგილი, თუმცა მან მაინც გააგრძელა ეს ყველაფერი. ჩემთვის პირადად აშკარაა, რომ ეს იყო ხელისუფლების და ივანიშვილის მხრიდან წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია. ეს სამარცხვინო ინციდენტი ძალიან ნათლად წარმოაჩენს, რომ დღეს საქართველოს ჰყავს არა მხოლოდ კოლაბორაციონისტი და ღიად პრორუსული მთავრობა, არამედ ივანიშვილის რეჟიმი არის კრიმინალური რეჟიმიც. ვიცი, რომ ახლა ზღაპრებს შეთითხნიან, თითქოს მე ვაგინებდი და ა.შ, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. არიან მოწმეები, რომლებმაც ყველაფერი დაინახეს. ყველაფერი ნათელია, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის სისუსტის გამოვლინება", - აცხადებს კანდელაკი.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის ინფორმაციით, პირი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, "ქართულ ოცნებასთან" არის დაკავშირებული.
"არ გამიკვირდება, რომ იგი არა თუ არ დააკაონ, არამედ შეაქონ და მადლობა გადაუხადონ ამ საქციელისთვის",- აღნიშნავს დეპუტატი.
გიორგი კანდელაკს ფიზიკური შეურაცხყოფა წუხელ მიაყენეს. შემთხვევა წურწუმიას ქუჩაზე მოხდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 125-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის ცემას გულისხმობს.
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, პირი, რომელმაც კანდელაკს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, "ქართული ოცნების" აქტივისტი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ალექსი მელაძეა. კანდელაკს დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული, თუმცა მისი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გახდა. იგი პოლიციამ წუხელვე დაკითხა. ცემის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 977
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია