დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია - წინაა პროცედურები, რომელმაც შესაძლოა სააკაშვილი იმ სასამართლომდე მიიყვანოს, რომლის გვერდითაც რატიფიცირება მოხდა
ავტორი:
2014/დეკემბერი/18 16:00:02
წინ არის ის პროცედურები, რომელმაც შესაძლოა სააკაშვილი მიიყვანოს იმ სასამართლომდე, რომლის გვერდით რატიფიცირების პროცესი იმართებოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს რატიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი განმარტებით, ევროპარლამენტის შენობის გვერდით არის ევროპის სასამართლო, რომელმაც, ბესელიას განცხადებით, თავის დროზე თქვა, რომ საქართველოს ყოფილი პირველი პირი უკანონო ქმედებას ჩადიოდა. ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის რატიფიცირების პროცესზე მიმწვევი მისი მეგობრები არიან და არა ევროპარლამენტი.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დღევანდელი დღე მოქალაქეებს მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო არის ევროპა და საქართველო არის ევროპული ოჯახის წევრი.
"ჩვენი პერსპექტივა არის უკეთესი ხვალინდელი დღე და ჩვენი მოსახლეობისთვის უფრო მეტი შანსი და შესაძლებობა იცხოვროს ევროპული ფასეულობებით", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1004
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია