დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ოპოზიცია საკონსტიტიციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდს ორ მოთხოვნას უგზავნის
ავტორი:
2017/აგვისტო/21 11:00:01
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიცია საკუთარ მოთხოვნებს მმართველ გუნდს დღეს კიდევ ერთხელ გადაუგზავნის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა რურუამ განუცხადა, ოპოზიცია „ორ მკაფიო მოთხოვნას“ - საარჩევნო სისტემასა და პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით მმართველ გუნდს დღეს ელექტრონულად გაუგზავნის.

„დღესაც იგივეს ვითხოვთ რაც მმართველ გუნდს არაერთხელ მივაწოდეთ როგორც ამობეჭედილი სახით, ასევე ელექტრონულად. გაუგებარია, ჩვენი მოთხოვნების კიდევ ერთხელ გაგზავნას რატომ ითხოვენ, მაგრამ გაუმართლათ, თუ არ ესმით საშუალო სირთულის კონსტიტუციური საკითხები, გავუმარტივებთ, დავუმარცვლავთ და დღეს გავუგზავნით ორ მკაფიო მოთხოვნას.

პირველ რიგში, ვითხოვთ, რომ 2020 წელს, როგორც თავადაც ამბობდნენ, გადავიდეთ მთლიანად პროპორციულ სისტემაზე და მეორე მოთხოვნაა, პრეზიდენტის ინსტიტუტს დაანებონ თავი - პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ხალხმა და არა ვიღაც ხმოსნებმა“, - განაცხადა ნიკა რურუამ.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციას საკუთარი მოთხოვნების წერილობით გადაგზავნა სთოვეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 758
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია