დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლინას ლინკევიჩიუსი - გვწამს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს იღონებს, რათა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ყველა ეჭვი და კითხვა გააქარწყლოს
ავტორი:
2018/აპრილი/24 11:30:02
../photo/2015_02/0-0SEQT-2015/linkevichusi_d5f41.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489605-linas-linkevichiusi-gvtsams-rom-saqarthvelos-mthavroba-yvelafers-ighonebs-ratha-vizaliberalizaciasthan-dakavshirebith-yvela-etcvi-da-kithkhva-gaaqartsylos.html", "headline": "ლინას ლინკევიჩიუსი - გვწამს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს იღონებს, რათა ვიზალიბერალიზაციასთან ...", "datePublished": "2018-04-24 07:21:47", "dateModified": "2018-04-24 07:21:47", "description": "მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული პრობლემები, ვიმედოვნებთ და გვწამს, რომ საქართველოს მთავრობა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0SEQT-2015/linkevichusi_d5f41.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული პრობლემები, ვიმედოვნებთ და გვწამს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს იღონებს, რათა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ყველა ეჭვი და კითხვა გააქარწყლოს, - ამის შესახებ ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა განაცხადა, რომელიც ლიტვის რესპუბლიკაში ვიზიტად მყოფ საქართველოს ვიცე პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მდგრადობის შენარჩუნების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული პრობლემები, ვიმედოვნებთ და გვწამს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს იღონებს, რათა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ყველა ეჭვი და კითხვა გააქარწყლოს. ჩვენ ყველა მიმართულებით ვხედავთ ქართული მხარის პროგრესსა და წინსვლას, რაც თვალსაჩინოა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებშიც. აღსანიშნავია, რომ ლიტვა საქართველოს პარტნიორია და ყოველთვის აქტიურად დაუჭერს მხარს ყველა საჭირო მიმართულებით. შესაბამისად, მზად ვართ განვაგრძოთ ნაყოფიერი თანამშრომლობა“, - განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსმა.

გიორგი გახარიამ ლიტვურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრული და სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე პროექტები და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს, არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 448
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია