დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს
ავტორი:
2014/აგვისტო/07 17:00:02
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო გვირგვინით შეამკეს.
საკრებულოს წევრებმა დაღუპული მეომრების გმირობაზე ისაუბრეს და მათი ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.
,,ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში დღევანდელი დღე განსაკუთრებული მტკივნეულობით გამოირჩევა. ჩვენმა გმირებმა 6 წლის წინ სამშობლოსთვის წინაპრების მსგავსად გასწირეს თავი. დღეს მე და ჩემი კოლეგები მოვედით, რათა პატივი მივაგოთ ჩვენი გმირების ხსოვნას, რომელთა სისხლის არც ერთი წვეთი ტყუილად არ დაღვრილა"", – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
მანვე დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ სწორედ მათი შვილების მიერ დაღვრილი სისხლი იქნება საქართველოს ძლიერებისა და ერთიანობის საწინდარი.
ქართველი ჯარისკაცების გმირობაზე ისაუბრა ფრაქცია ,,ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემაც.
როგორც გიორგი მუსხელიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის ომს, რომელსაც რუსეთი დიდი ხნის მანძილზე ამზადებდა, სამწუხაროდ, ბევრი ახალგაზრდა შეეწირა.
,,ჩვენმა ჯარისკაცებმა საქართველოს გადარჩენისთვის, ერთიანობასა და კეთილდღეობისთვის გმირულად გასწირეს თავი"", – განაცხადა გიორგი მუსხელიშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1140
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია