დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ევროკავშირი საქართველოს ახალი ფონდით დაეხმარება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/16 13:30:03
ევროკავშირი საქართველოს "დემოკრატიის ევროპული ფონდითაც" დაეხმარება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა განუცხადა.
ელჩის მოადგილე დღეს ფონდის აღმასრულებელი დირექტორის არასამთავრობო სექტორსა და მედიასთან შეხვედრას დაესწრო.
მისი განმარტებით, "დემოკრატიის ევროპული ფონდი" საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოებაში დაეხმარება.
"ფონდი სამი თვის წინ დაფუძნდა და ის, რომ ამ მოკლე ხანში ფონდის ხელმძღვანელი თბილისს ესტუმრა, საქართველოს პრიორიტეტულობაზე მეტყველებს. ვილნიუსის სამიტის შემდეგ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმებები ამოქმედდება, რაც განაგრძობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ძალისხმევას. ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ამ ფონდზე, რადგან ის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას დაეხმარება", - აღნიშნა ბორის იაროშევიჩმა.
სამოქალაქო სექტორს "დემოკრატიის ევროპული ფონდის" მიზნებზე აღმასრულებელი დირქტორი იეჟი პომიანოვსკი ესაუბრა. მისი თქმით, ფონდი მზადაა, ხელი შეუწყოს დემოკრატიულ ცვლილებებს, რომელიც გამსჭვალული იქნება სოლიდარობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით.
"ფონდის მიზანია, მოიცვას ის სფეროები და მიმართულებები, რომლებიც სხვა პროგრამებში სათანადოდ გათვალისწინებული არ არის. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ბევრს მუშაობს დემოკრატიის გასაძლიერებლად და ჩვენ მას ამ მიმართულებით მხარს დავუჭერთ. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც ევროკავშირის სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა არ შეუძლიათ", - განაცხადა პომიანოვსკიმ.
ფონდი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს ონლაინ რეჟიმში განიხილავს, გრანტის საშუალო მოცულობა კი 10 000-დან 150 000 ევრომდე იქნება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1211
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია