დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ეწვევიან
ავტორი:
2014/იანვარი/13 10:30:03
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები მაიკლ ასტრუპ იანსენი და ბორის სილევიჩი დღეს საქართველოს ეწვევიან. ინფორმაციას ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
საქართველოში ვიზიტის დროს თანამომხსენებლები განიხილავენ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს, საკონსტიტუციო რეფორმას, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას, ევროსაბჭოს ყოფილი კომისრის, თომას ჰამარბერგის ანგარიშსა და უმცირესობათა საკითხებს.
თბილისში ყოფნისას PACE-ს თანამომხსენებლები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრთან, შინაგან საქმეთა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრებთან.
ამასთან, დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და სასამართლოს წარმომადგენლებთან.
მაიკლ ასტრუპ იანსენისა და ბორის სილევიჩის ვიზიტი საქართველოში 15 იანვრამდე გაგრძელდება.
15 იანვარს, 19.00 საათზე PACE-ს თანამომხსენებლები პრესკონფერენციას გამართავენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1145
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია