დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - ნატო-ს გარეშე საქართველო შესაძლოა, მსოფლიო რუკიდან ისევ გაქრეს
ავტორი:
2014/აპრილი/08 11:00:17
ნატო-ს გარეშე საქართველო შესაძლოა, მსოფლიო რუკიდან ისევ გაქრეს და ეს შეიძლება, მალე მოხდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის სესიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"2008 წლის აპრილში, ნატო-ს სამიტზე წევრი ქვეყნები მივიდნენ კონსესუსამდე, რომ საქართველო ალიანის წევრი ქვეყანა გახდება, თუმცა არც მექანიზმებზე, არც ინსტრუმენტებსა და თარიღზე არ უსაუბრიათ. მჯერა, რომ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი 2008 წლის აგვისტოში რუსული სამხედრო აგრესიისა. დღეს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ვართ. გვესმის, რომ თუ საქართველო ნატოსკენ ნაბიჯს გადადგამს, ეს რუსეთის მხრიდან მორიგ აგრესიას გამოიწვევს. ჩვენ ვრისკავთ, სწორედ ამიტომ, გვჭირდება პასუხი, რას მოვიმოქმედებთ, თუ საქართველო რუსეთის მორიგი სამიზნე გახდება," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი და მთავრობა მზადაა, ითანამშრომლოს ევროკავშირთან.
"მე ვხედავ მზაობას თქვენი მხრიდან. სწორედ ამიტომ, ჩემს ქვეყანაში მეტი ენთუზიაზმით დავბრუნდები, რომ გამოსავალი მოიძებნება, საქართველო დაუახლოვდება ევროპას, გახდება ნატო-ს წევრი და დემოკრატიული ქვეყანა გახდება რუსეთიც. სწორედ ესაა პრობლემის გრძელვადიანი გადაჭრის გზა", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილის გამოსვლის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1099
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია