დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქალაქო სასამართლოს ეზოში, მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, „ ნაციონალური მოძრაობის“ აქცია გაიმართება
ავტორი:
2017/დეკემბერი/12 23:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/saakashvili_c822b.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468270-saqalaqo-sasamarthlos-ezoshi-mikheil-saakashvilis-procesis-paralelurad--nacionaluri-modzraobis-aqcia-gaimartheba.html", "headline": " საქალაქო სასამართლოს ეზოში, მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, „ ნაციონალური მოძრაობის“ აქცია...", "datePublished": "2017-12-12 19:25:58", "dateModified": "2017-12-12 19:25:58", "description": "თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესის პ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/saakashvili_c822b.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესის პარალელურად, ხვალ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის ლიდერი ნიკა მელია ავრცელებს.

„ცდილობენ წლის ბოლომდე „საქმე“ ჩაამთავრონ და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანონ. ვიკრიბებით საქალაქო სასამართლოს ეზოში, 13:00 საათზე“, - წერს მელია სოციალურ ქსელში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, სანდრო გირგვლიანის საქმის ეპიზოდზე, ხვალ განახლდება. სხდომა საქალაქო სასამართლოში, 14:00 საათზე, დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით განახლდება. სანდრო გირგვლიანის საქმის ეპიზოდზე, მიხეილ სააკაშვილს გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, სააკაშვილმა გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები 2008 წელს შეიწყალა. მათ საპატიმროში მხოლოდ 2 წელი გაატარეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 616
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია