დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სააკაშვილის საქმეზე გამოძიება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე
ავტორი:
2014/აგვისტო/01 11:00:02
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ტრანსფარენტული და არ დარჩეს კითხვები , - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. რითაც ის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხზე უცხოელი პარტნიორების შეფასებებს გამოეხმაურა.
მინისტრის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებებს საქართველოს მთავრობა ყოველთვის გულისყურით უსმენს.
"ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მივესალმებით მათ მიერ გაკეთებულ ყველა განცხადებას, რომელიც საქართველოში დემოკრატიის პროცესის წინსვლას შეეხება. ჩვენც მხარს ვუჭერთ, რომ გამოძიება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და არ დარჩეს არავითარი კითხვის ნიშნები. ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებებებს ჩვენ ყოველთვის გულისყურით ვუსმენთ და შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გამოძიება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ტრანსფარენტული და არ დარჩეს კითხვები", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა, კეტრინ ეშტონმა და შტეფან ფულემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს და საქართველოს ოფიციალურ პირებს კანონის უზენაესობის დაცვის პრინციპები შეახსენეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1056
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია