დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ცესკო ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/22 18:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/cesko-2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459225-cesko-am-droisthvis-arsebul-monacemebs-aqveynebs.html", "headline": "ცესკო ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს", "datePublished": "2017-10-22 14:35:37", "dateModified": "2017-10-22 14:35:37", "description": "ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს. როგორც ცენტრალური საარჩევნო ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/cesko-2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ყველა ოქმი თბილისისა და 4 თვითმმართველი ქალაქის მერის არჩევნებისთვის დათვლილია.

”დათვლილია ასევე თბილისის პროპორციული სისტემის ყველა ოქმი და თვითმმართველი ქალაქის მერის ოქმების დიდი ნაწილიც. ამ ეტაპზე დარჩენილია დაახლოებით 150-მდე საუბნო ოქმის მონაცემი და მიმდინარეობს როგორც ამ ოქმების შეყვანა, ისე მონაცემების გადამოწმება და დაზუსტების პროცესი. შეგახსენებთ, 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამება საოლქო-საარჩევნო კომისიებმა უნდა დაასრულონ არა უგვიანეს 11 ნოემბრისა. შეჯამების შემდეგ, ცესკო არჩევნების მეორე ტურს დანიშნავს იმ ოლქებში სადაც მერობის კანდიდატების მიერ ვერ მოხდა 50%-იანი ბარიერის გადალახვა. კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტურების გამართვის ბოლო ვადა არის მიმდინარე წლის 15 ნოემბერი”, - განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით, 3644 საარჩევნო უბნიდან, 3638 უბნის მონაცემები არის დათვლილი პროპორციული არჩევნებისთვის.

”წინასწარი მონაცემები არის შემდეგი (გაგაცნობთ იმ პარტიებს, რომლებმაც გადალახეს 3%-იანი ბარიერი): #2 ბაქრაძე, უგულავა, ევროპული საქართველო - 10.5%, #5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 17.05%, #8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 6.55%, #10 შალვა ნათელაშვილი, საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 3.27% და #41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 55,66%”, - განაცხადა მიქელაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას მეორე ტურების შესახებ, ცესკოს ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, მეორე ტურები გაიმართება 6 მაჟორიტარულ ოლქში, თუმცა საბოლოო მონაცემები ცნობილი იქნება კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ.

”ეს მაჟორიტარული ოლქებია: ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთის, ქუთაისისა და მარტვილის საარჩევნო ოლქები. შედეგები კი წინასწარი მონაცემებით არის ასეთი (გაგაცნობთ მონაცემებს მხოლოდ იმ კანდიდატების შედეგების შესახებ, რომლებიც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას წინასწარი მონაცემებით): ქუთაისი - #5 გრიგოლ ვაშაძე 26.89% და #41 გიორგი ჭიღვარია - 48,75%, ყაზბეგი - #3 სანდრო ყამარაული - 26.85% და #41 ალექსანდრე ზაგაშვილი - 44.62%, ხაშური - #41 გიორგი გურასპაშვილი - 42,24% და #42 რამაზ ნოზაძე - 18,48%, ბორჯომი - #8 ზაზა ჩაჩანიძე - 40.39% და #41ლევან ლიპარტია 40.19%, ოზურგეთი - #41 ბეგლარ სიორიძე 43,39% და #42 კონსტანტინე შარშენიძე - 41.81%, მარტვილი - #5 მამუკა დანელია- 35,81% და #41 ალექსანდრე გრიგალავა - 49,76%”, - განაცხადა მიქელაძემ.




თემა: თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2017
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 870
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია