დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ცაგარეიშვილი - გარემოს დაცვის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე მწირად დაფინანსებული უწყებაა
ავტორი:
2014/სექტემბერი/09 15:00:02
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი შესაბამისი სამინისტროს დაფინანსების ოდენობაში პრობლემას ხედავს და აცხადებს, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე მწირად დაფინანსებული უწყებაა.
კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, თუკი არ მოხდება უწყების ადექვატურად დაფინანსება, საქართველო ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს ვერ შეასრულებს.
"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწირად დაფინანსებული სამინისტრო, გამოწვევები კი არის ძალიან დიდი დაწყებული ღვარცოფების პრობლემით, დასრულებული ჰაერის დაბინძურებით და ა.შ. ამ ყველფერს სჭირდება მოვლა-პატრონობა. თუ არ დაფინანსდა სამინისტრო, დაკისრებულ მოვალეობებს ძალიან რთულად გაართმევთ თავს", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ცაგარეიშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1090
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია