დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბურჯანაძე: მე ვარ ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც ტელევიზიაში უფასო სარეკლამო დრო არ აქვს
ავტორი:
2013/სექტემბერი/13 13:35:02
"დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან ფილიპ დიმიტოვთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ "შეხვედრის ძირითადი თემა იქნება არჩევნები, თუმცა საუბარი შეეხება სხვა თემებსაც, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისთვის". ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელსაც  ტელევიზიაში თავისუფალი სარეკლამო დრო არ აქვს. "ჩვენ ვაპირებთ, ხაზი გავუსვათ იმ თემასაც, რომ არჩევნები შედარებით თავისუფალია, ვიდრე ეს იყო წინა წლებში, თუმცა ჯერჯერობით არჩევნები არ არის სრულიად სამართლიანი იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა და ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც არ აქვს თავისუფალი სარეკლამო დრო ტელევიზიაში, რომელსაც არ გვაქვს მხარდაჭერა სახელმწიფოსგან. ჩვენ გვინდა, ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არჩევნები სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე იყოს, დავაყენოთ დღის წესრიგში", - განაცხადა ბურჯანაძემ. მისივე განაცხადებით, თავისუფალი სარეკლამო დროის არქონის მიზეზი ისაა, რომ მათ წინა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ. ნინო ბურჯანაძემ ისიც აღნიშნა, რომ ის დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრას და ამ საკითხების განხილვასაც გეგმავს.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1148
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია