დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ლომჯარია - მრჩება შთაბეჭდილება, რომ "მოქალაქეს" სამოქალაქო სექტორში გრანდიოზული გეგმები აქვს
ავტორი:
2014/თებერვალი/04 18:00:02
დღევანდელმა პრეზენტაციამ არ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ორგანიზაცია "მოქალაქეს" სამოქალაქო სექტორში გრანდიოზული გეგმები აქვს , - ამის შესახებ "ინეტრპრესნიუსს" "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ განუცხადა.
მისივე შეფასებით, "მოქალაქის" პირდაპირი მიზანი არ არის, რომ იყოს მაკონტროლებელი ორგანიზაცია.
"ჩემთვის საინტერესო იყო ეს პრეზენტაცია, "მოქალაქის" სტრატეგიის და ხედვების მოსმენა, თუმცა ვფიქრობ, რომ თავდაპირველი განაცხადი უფრო ამბიციური იყო და დღევანდელმა პრეზენტაციამ არ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ამ ორგანიზაციას სამოქალაქო სექტორში გრანდიოზული გეგმები აქვს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ძალიან ხშირად აკეთებდა აქცენტს, რომ ორგანიზაციის მთავარი დანიშნულება იქნებოდა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო სექტორის ფორმირება, რომელიც კონტროლს გაუწევდა ხელისუფლებას, თუმცა კონკრეტულ საქმიანობებზე საუბრისას მან დღეს აქცენტი გააკეთა უფრო სხვა მიმართულებებზე - სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების საკითხებზე, ტრენინგებზე, გადამზადებაზე, სხვადასხვა დარგობრივ კვლევებზე, ანუ რეალურად, მომეჩვენა, რომ ამ ორგანიზაციის პირდაპირი მიზანი არ არის, იყოს მაკონტროლებელი ორგანიზაცია", - განუცხადა ნინო ლომჯარიამ "ინტერპრესნიუსს".
ამასთან, "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ "ეს სწორი მიდგომაა".
"მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო სწორი მიდგომაა, რადგან ხელისუფლების საქმიანობის შესახებ იმ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მონიტორინგის მიმართ, რომლის დამფუძნებელიც გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა, მე პირადად არ მექნებოდა ნდობა. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ უფრო სწორი იქნება, თუ ამ ორგანიზაციის მხრიდან აქცენტი გაკეთდება სამოქალაქო განათლებაზე, სხვადასხვა დარგობრივი კვლევის ჩატარებაზე, გადამზადებაზე", - აღნიშნა ლომჯარიამ.











წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1083
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია