დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნინო ბურჯანაძე - გულზე გადის ის საზღვარი, რომელიც დიცსა და დვანშია გავლებული
ავტორი:
2013/ოქტომბერი/20 11:00:02
"დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონი მეორედ შემოიარა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ნინო ბურჯანაძის პრესსამსახურიდან აცნობეს, დასკვნითი შეხვედრა გუშინ ზუგდიდში გაიმართა. "დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ქვეყანას პრეზიდენტად მცოდნე, გამოცდილი, კომპეტენტური ადამიანი სჭირდება, რომელიც "ამ გაჭირვებაში ქვეყანას სწორ გზაზე წაიყვანს".
"მე მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ვერ მიიღებს არათუ 60%-ს, არამედ პირველ ტურში გასასვლელ ხმებსაც კი ბატონი მარგველაშვილი, იმიტომ კი არა, რომ ცუდი ბიჭია, იმიტომ რომ ქვეყანას პრეზიდენტად მცოდნე, გამოცდილი, კომპეტენტური ადამიანი სჭირდება, რომელიც ამ გაჭირვებაში ქვეყანას სწორ გზაზე წაიყვანს. მე ვიცი რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანო. ვიცი, როგორი საგარეო პოლიტიკა უნდა წარვმართო იმისთვის, რომ დასავლეთთან, აღმოსავლეთთან და სამხრეთთანაც კარგი ურთიერთობა გვქონდეს, მაგრამ მოვაგვაროთ რუსეთთან ურთიერთობა. ეს სჭირდება საქართველოს, ამ კუთხეს. დღეს სამეგრელო ჩიხია და ასე აღარ უნდა იყოს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, რუსეთის ბაზარი სტაბილურად უნდა გაიხსნას.
"რუსულ ბაზარზე უნდა გავიდეს ქართული თხილიც, მანდარინიც, ჩაიც, თამბაქოც, ვაშლიც, ატამიც და ყურძენიც. ერთი გადამამუშავებელი ქარხანა ეყოფა პირველ ხანებში ამ რეგიონს, რომ ასეულობით ახალგაზრდამ მუშაობა დაიწყოს და სიგარეტის ფულს პენსიონერ დედას არ ართმევდეს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
პრეზიდენტობის კანდიდატმა საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.
"მინდა, გითხრათ, რომ გულზე გადის ის საზღვარი, რომელიც გადის დიცში, დვანში, თითოეული თქვენგანის გულზე გადის ის მავთულხლართები. მე დავინახე ხელისუფლების უსუსურობა. ხელისუფლებაში არ აღმოჩნდა არც ერთი ადამიანიც კი, რომელიც ამას ხელს შეუშლიდა. გპირდებით, რომ ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ქვეყანა მავთულხლართებისგან, უცხო ჯარისგან გათავისუფლდება და ჩვენ ყველასთან ნორმალური ურთიერთობა გვექნება", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1078
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია