დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გაერო-ში საქართველოს პრემიერის გამოსვლა 26 სექტემბრისთვის არის ჩანიშნული
ავტორი:
2014/აგვისტო/05 13:30:02
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, კახა იმნაძის განცხადებით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, საქართველოს დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.
როგორც კახა იმნაძემ ჟურნალისტებს ამბასადორიალზე განუცხადა, პრემიერის გამოსვლა 26 სექტემბრისთვის არის ჩანიშნული.
"პარალელურად იგეგმება სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა. პრემიერის მეუღლეც მიიღებს მონაწილეობას შესაბამის ღონისძიებაში, რომელიც ეხება ქალთა წინააღმდეგ ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრას", - განაცხადა კახა იმნაძემ.
მისივე თქმით, ზუსტად ყველა ღონისძიების ჩამონათვალი და ორმხრივი შეხვედრები ჯერ  დაზუსტებული არ არის.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1050
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია