დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე „ჩაქვისთავობას“ დაესწრება
ავტორი:
2013/სექტემბერი/23 17:34:02
სოფელ ჩაქვისთავის ვიზიტორთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს, ტრადიცული სახალხო ზეიმი „ჩაქვისთავობა“ აღინიშნება. სადღესასწაულო ღონისძიებებს აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გახსნის. „ჩაქვისთავობას“ ასევე აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები, მაჟორიტარი დეპუტატები, აჭარისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, წარმოდგენილი იქნება ხალხური ფოლკლორი, ზეპირსიტყვიერება, ადგილობრივი კულინარია, ჩატარდება სპორტული შეჯიბრებები ნარდსა და მკლავჭიდში. ტრადიციული სახალხო ზეიმი „ჩაქვისთავობა“ სათავეს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იღებს, 2007 წლიდან კი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის ხელშეწყობით, ეს დღესასწაული უფრო ფართო მასშტაბით აღინიშნება.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1295
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია