დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბულგარეთის სახალხო კრებამ ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
ავტორი:
2014/ივლისი/25 11:00:02
ბულგარეთის რესპუბლიკის სახალხო კრებამ, დღეს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტიდან აცნობეს, შეთანხმების რატიფიცირება ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანოში ხმათა უმრავლესობით მოხდა.
პარლამენტის სესიაზე მთავრობის გადადგომის საკითხი იხილებოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, სახალხო კრების საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, იანაკი სტოილოვის ძალისხმევით, რატიფიცირების საკითხი სესიის დღის წესრიგში იქნა შეტანილი.
ბულგარეთი ევროკავშირის წევრი მეოთხე სახელმწიფოა ლიტვის, ლატვიის და რუმინეთის შემდეგ, ვინც საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 27 ივნისს მოაწერა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 957
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია