საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
არასამთავრობო ორგანიზაცია - სახელმწიფოსთვის ყველაზე მსხვილი "მჩუქებელი კომპანიები" "გუდვილი", "ერთგულება" და "ტოიოტა ცენტრი თბილისია"
ავტორი:
2014/მარტი/18 09:30:02
არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანი, კანონი, თავისუფლება" ინფორმაციით, 2008 წელს სახელმწიფოსთვის ყველაზე მსხვილი "მჩუქებელი კომპანიები" "გუდვილი", "ერთგულება" და "ტოიოტა ცენტრი თბილისია.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი, კანონი, თავისუფლება" 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის განვითარებული მოვლენებით დაინტერესდა. ორგანიზაციამ გამოიკვლია რა პროცესები მიმდინარეობდა სახელმწიფოს სხვა და სხვა სტრუქტურებში და მოიძია ინფორმაცია 2008 წლის აგვისტომდე და მის შემდეგ სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონების შესახებ. როგორც ორგანიზაციისთვის კვლევის შედეგად გახდა ცნობილი ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი მჩუქებელი კომპანიები "გუდვილი," "ერთგულება" და "ტოიოტა ცენტრი თბილისია." გამოიკვეთა ასევე რამოდენიმე მჩუქებელი კომპანია, რომელიც დღეის მდგომარეობით ლიკვიდირებულია", - ნათქვამია აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ადამიანი, კანონი, თავისუფლებას" ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი მღვდელაძე, სახელმწიფოსათვის გადაცემული ქონების რაოდენობასა და ღირებულებაზე დეტალურად დღეს ისაუბრებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 845
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია