დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ახალ მუნიციპალიტეტებს შორის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესი დამტკიცდა
ავტორი:
2014/ივნისი/11 18:00:03
ახალ მუნიციპალიტეტებს შორის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესი დამტკიცებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ხვალ, მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ჟურნალისტებს შეხვდება.
შეხვედრაზე მინისტრის პირველი მოადგილე საზოგადოებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ახალ თვითმმართველ ქალაქებში გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშს წარუდგენს. საუბარი შეეხება ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტებს შორის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესს, ამ მუნიციპალიტეტებისთვის ბიუჯეტების შექმნის წესის პროექტსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 967
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია