დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სენატში მიღებული კანონპროექტით, საქართველო აშშ-ის მთავარ პარტნიორად აღიარეს
ავტორი:
2014/სექტემბერი/19 10:30:02
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ერთსულოვნად მიიღო კანონპროექტი, რომელიც ნატო-ს წევრობის გარეშე საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას აშშ-ის მთავარ პარტნიორად აღიარებს.
სენატის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კანონპროექტს მხარი დაუჭირა კომიტეტის 18-მა წევრმა, წინააღმდეგი არც ერთი არ იყო.
"კანონპროექტი განსაზღვრავს ნატო-ს წევრობის გარეშე საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, როგორც აშშ-ის მთავარ პარტნიორებს და ითვალისწინებს 10 მილიონი დოლარის გამოყოფას სამი წლის განმავლობაში ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ", - ნათქვამია კანონპროექტში.
კანონპროექტით განსაზღვრულია სანქციების დაწესება "როსობორონექსპორტისა" და თავდაცვით სფეროში სხვა რუსული წარმოების წინააღმდეგ, რომელიც არასტაბილურობას უწყობს ხელს საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვასა და სირიაში.
კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსული "გაზპრომის" წინააღმდეგ, თუ აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ "გაზპრომი" უარს ამბობს ბუნებრივი აირის მიწოდებაზე ნატო-ს წევრი ქვეყნებისა და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში რუსულენოვანი "ამერიკის ხმისა" და "რადიო თავისუფლების" მაუწყებლობის პრიორიტეტულობას.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ზალკალიანის განმარტებით, დოკუმენტის ძალაში შესვლამდე ჯერ მთელი რიგი პროცედურაა გასავლელი, მათ შორის დოკუმენტი უნდა შევიდეს წარმომადგენლობით პალატაში, შემდეგ დაბრუნდეს ისევ სენატში, გადაეგზავნოს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და მხოლოდ პრეზიდენტის მიერ მასზე ხელმოწერის შემთხვევაში გახდება მისი შესრულება სავალდებულო.
კანონპროექტი, სახელწოდებით "უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი აქტი" სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სენატორებმა რობერტ მენდესმა და ბობ კორკერმა წარუდგინეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1029
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია