დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თინა ხიდაშელს სახალხო დამცველის ანგარიშის მიმართ შენიშვნები აქვს
ავტორი:
2014/ივლისი/18 00:30:07
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თინა ხიდაშელს სახალხო დამცველის ანგარიშის მიმართ შენიშვნები აქვს. დეპუტატის თქმით, ბოლო პერიოდში ადამიანის უფლებების მხრივ დარღვევები ისევ ხდება, თუმცა ვითარება საგრძნობლად შეიცვალა.
"შეუძლებელია, არ გქონდეს შენიშვნები, როდესაც ისმენ სახალხო დამცველის ანგარიშს. ჩვენ ადამიანის უფლებების დარღვევების ისეთი ტალღიდან მოვდივართ, რომ დღეს იმაზე მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა, თუმცა კმაყოფილი ვერ ვიქნებით, რადგან დარღვევები ისევ ხდება", - აღნიშნა ხიდაშელმა.
ამასთან, დეპუტატის თქმით, მისთვის არ იყო დამაკმაყოფილებელი პასუხები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს, ამიტომ კითხვების დიდი ნაწილი მათ მიმართ ჰქონდა. "თუმცა, სამწუხაროა, როცა ასეთი დღე წელიწადში ერთხელაა და პარლამენტში გენერალური პროკურატურიდან მას არავინ ესწრება. კეთილი ენებათ და ვინმე მათგანაც მობრძანებულიყო", - განაცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.








წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1083
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია