დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად ელგუჯა ხოკრიშვილი წარადგინა
ავტორი:
2014/აპრილი/14 12:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ელგუჯა ხოკრიშვილის კანდიდატურა წარადგინა.
როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხოკრიშვილს მიღებული აქვს მაღალი დონის განათლება საზღვარგარეთ, აქვს სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.
"ამ დრომდე გუჯა მუშაობდა მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელად და ასევე კავკასიის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარედ. ბატონ გუჯას ძალიან საპასუხისმგებლო დარგს ვაბარებთ. მას აქვს შესანიშნავი კვალიფიკაცია, მრავალმხრივი განათლება და გამოცდილება და ყველა უნარი აქვს, რომ წარმატებით უხელმძღვანელოს სამინისტროს და გააგრძელოს ის გზა, რომელიც დაიწყო დათო ნარმანიამ. იმედი მაქვს, გუჯა გახდება ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი და იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი"", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან უწყების ყოფილ და ახალ მინისტრებს წარმატება უსურვა.
დავით ნარმანიამ მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1109
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია