დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქვეყნის მას­შტაბით გა­მო­კითხულ­თა 39% მისი ოლქის მაჟორი­ტარ დე­პუ­ტატს არ იც­ნობს
ავტორი: მარიამ პატარაია
სულ ნანახია 1605
ავტორი:
მარიამ პატარაია
მსგავსი სიახლეები

ქვეყნის მას­შტაბით გა­მო­კითხულ­თა 39% მისი ოლქის მაჟორი­ტარ დე­პუ­ტატს არ იც­ნობს

 

არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნიზ­ცია „სი­დამ“, 22 არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სებული მაჟორი­ტა­რის ბიუ­როების მუ­შაობის შე­ფა­სების მიზ­ნით მას­შტაბური კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა.

 

კვლე­ვის შე­დე­გები ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 8 ნო­ემბერს ქუ­თა­ის­ში წარ­მო­ად­გი­ნა.

 

კვლე­ვის პირ­ველ ეტაპ­ზე გა­მო­ი­კითხა ყვე­ლა რე­გი­ო­ნის სოფ­ლის მცხოვ­რებლები. თი­თო­ე­ულ რე­გი­ონ­ში გა­მო­ი­კითხა 150 ადა­მი­ა­ნი. კვლე­ვა­ში სულ 1496-მა რეს­პონ­დენ­ტმა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლეობა.

 

კითხვა­ზე, იცით თუ არა, ვინ არის თქვე­ნი მაჟორი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი, 39% პა­სუხობს, რომ არ იცის. რეს­პონ­დენ­ტთა ნახევარ­ზე მე­ტი კი (52,6%) მხოლოდ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ შეხვედ­რია მის მაჟორი­ტარ დე­პუ­ტატს. სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, რომ არ­ჩევ­ნების შემ­დეგ მაჟორი­ტა­რის ბიუ­როს­თვის მხოლოდ 13,8%-ს მი­უ­მარ­თავს.

 

გა­მო­კითხვის შე­დე­გად ასე­ვე გა­მო­იკ­ვე­თა, რომ რეს­პონ­დენ­ტთა 61%-მა სა­ერ­თოდ არ იცის, სად მდებარეობს ბიუ­რო. მა­თი 52% კი არ არის ინ­ფორ­მი­რებული იმის შე­სახებ, თუ რო­გორ უნ­და მი­მარ­თოს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში მი­სი რა­ი­ო­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს.

 

კვლე­ვის მე­ო­რე ეტა­პი მო­ი­ცავ­და მაჟორი­ტა­რი ბიუ­როების­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი კითხვა­რის გაგ­ზავ­ნას, რო­მე­ლიც მა­თი პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნობის შეს­წავ­ლას ისახავ­და მიზ­ნად.

 

„სი­დას“ ორ­გა­ნი­ზებით ჩა­ტა­რებულ კვლე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს 63 ბიუ­რო­დან მო­ნა­წი­ლეობა მხოლოდ 41-მა მი­ი­ღო. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ბიუ­როებში სა­შუ­ა­ლოდ 5 ადა­მი­ა­ნია და­საქ­მებული. სა­ერ­თო მო­ნა­ცე­მებით, გახსნის დღი­დან ბიუ­როებს 30 533-მა ადა­მი­ან­მა მი­მარ­თა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ყვე­ლა­ზე ხში­რად მო­სახლეობა სო­ცი­ა­ლურ დახმა­რებას ითხოვს.  და­საქ­მება კი პრობლე­მა­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მეხუთე ად­გილს იკა­ვებს.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­­ამ ბიუ­როების მე­დი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლობის ინ­ტენ­სი­ვობაც შე­ა­მოწ­მა. კვლე­ვის შე­დე­გად გა­ირ­კვა, რომ, ძი­რი­თა­დად, ად­გი­ლობრივ მე­დი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლობენ.

 

მას­შტაბური კვლე­ვის შე­დე­გად ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კონ­კრე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ციებიც შე­ი­მუ­შა­ვა. კერ­ძოდ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დი­რექ­ტო­რის, ზვი­ად დევდარიანის თქმით, გა­მო­იკ­ვე­თა ბიუ­როს თა­ნამ­შრო­მელ­თა დაბალი კვა­ლი­ფი­კა­ცია და ამომ­რჩევ­ლებთან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სიმ­ცი­რე.

 

„სი­დას“ რე­კო­მენ­და­ცი­ით, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებმა მე­ტი ყურად­ღება უნ­და გა­მო­ი­ჩი­ნონ ბიუ­როებისა და, ზო­გა­დად, მო­სახლეობას­თან ურ­თი­ერ­თობის  მი­მარ­თუ­ლებით.

 

 

მა­რი­ამ პა­ტა­რა­ია

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია