დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რა არის ამომრჩეველთა ერთიანი სია
რა არის ამომრჩეველთა ერთიანი სია
სულ ნანახია 1692
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

ამომრჩეველთა ერთიანი სია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა სია, რომელიც იყოფა საარჩევნო უბნების მიხედვით.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედის შემდეგი მონაცემები ამომრჩევლის შესახებ:

 

· გვარი, სახელი;

· დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

· მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);

· საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

· ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის, აგრეთვე პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითებასაკონსულო აღრიცხვაზეა“, ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“);

· ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი;

· ფოტოსურათი (სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული უახლესი ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში);

· სქესი.

 

ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის ზემოაღნიშნული მონაცემები შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებაზე პასუხისმგებელია ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო).  ასევე, ცესკო უზრუნველყოფს სიის კომპიუტერული დამუშავებასა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას.

საჯარო ინფორმაციას მიეკუთვნება შემდეგი მონაცემები: გვარი, სახელი; ფოტოსურათი; დაბადების თარიღი; მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი; ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის თარიღი.

აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 10 დღის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, ხოლო არჩევნების დღემდე მე-13-დან მე-10 დღემდე ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით

არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში და შემდგომ, კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა ცესკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საქართველოში და საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში.

 

დავიმახსოვროთ:

ამომრჩეველი ხმას აძლევს ამომრჩეველთა ერთიან სიაში ყოფნის შემთხვევაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ თავისი თავი წინასწარ გადაამოწმოს. აღნიშნულის გაკეთება შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად ვეგ-ვერდზე - http://Voters.cec.goV.ge, სადაც ამომრჩეველმა უნდა შეიყვანოს 11 ნიშნა პირადი ნომერი, სახელი და გვარი და გაიაროს უსაფრთხოების ზომები. ამომრჩეველმა, რომელსაც ინტერნეტთან წვდომა არა აქვს, უდნა მიმართოს საოლქოს აარჩევნო კომისიებს, სადაც მას დახმარებას გაუწევენ.

 

აღსანიშნავია, რომ იმ ამომრჩეველთა სიები, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან, ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საარჩევნო პერიოდში მათთვის გასაგებ ენაზეც არის განთავსებული

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია