საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტში პედაგოგებისთვის ახალი პროექტები იგეგმება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1325
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

მასწავლებელთა საერთაშორისო დღე ქუთაისელ პედაგოგებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

 

ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ვაჟა ჯუღელმა საჯარო სკოლების, სკოლამდელი დაწესებულების და მუსიკალური სასწავლებლების მასწავლებლებს ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში უმასპინძლეს და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

82-მა ღვაწლმოსილმა პედაგოგმა, რომლებიც წარმოდგენილნი უშუალოდ სკოლის ადმინისტრაციის მიერ იყვნენ, მადლობასთან ერთად ერთჯერადი მატერიალური საჩუქრებიც მიიღეს.

 

„ადგილობრივი ხელისუფლების სახელით მასწავლებლებს მადლობას ვუხდით გაწეული საქმიანობისთვის, რადგან მათი დამსახურებაა, რომ თითქმის ყოველწლიურად საქართველოს მასშტაბით ყველაზე კარგი მოსწავლეები ქუთაისიდან არიან წარმოდგენილი და ქუთაისელი მოსწავლეები საუკეთესო განათლებას იღებენ,“ - განაცხადა შოთა მურღულიამ.

 

რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ მასწავლებელთათვის ქუთაისის მომავალი წლის ბიუჯეტში სხვადასხვა პროექტები დაიგეგმება და საგანმანათლებლო დაწესებულებებს მეტი ყურადღება დაეთმობა.

 

მურღულიას განცხადებით, კარგი იქნება თუ ქუთაისელი პედაგოგებისთვის გაიმართება კონკურსი. კონკურსის ფარგლებში შეირჩევა თემა და საუკეთესო ნამუშევრის ავტორი სოლიდური მატერიალური საჩუქრით დაჯილდოვდება.

 

შეხვედარაზე პედაგოგების ანაზღაურებაზეც ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ მალე მასწავლებლის ხელფასი ღირსეული გახდება.

 

პედაგოგებმა მერს და კულტურის სამსახურის უფროსს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ეს შეხვედრა მათთვის საუკეთესო საჩუქარია, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება  პედაგოგების შრომას ხედავს და აფასებს.

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია