დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„სტიგ­მა, სტე­რე­ო­ტი­პები, ეთი­კუ­რი ნორ­მები“ - ტრე­ნინ­გი ქუ­თა­ი­სე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტების­თვის
ავტორი: ჟანა ჯანე­ლი­ძე
სულ ნანახია 1549
ავტორი:
ჟანა ჯანე­ლი­ძე

 

 

ქუ­თა­ი­სის გა­ნათ­ლების გან­ვი­თა­რების და და­საქ­მების ცენ­ტრის ორ­გა­ნი­ზებით გა­ი­მარ­თა ტრე­ნინ­გი თე­მა­ზე: „სტიგ­მა, სტე­რე­ო­ტი­პები, ეთი­კუ­რი ნორ­მები“. 

 

ტრე­ნინ­გი ად­ვო­კა­ტი­რების პროგ­რა­მის ფარ­გლებში ჩა­ტარ­და, რო­მელ­საც ქუ­თა­ი­სის­ გა­ნათ­ლების გან­ვი­თა­რების და და­საქ­მების ცენ­ტრი შშმ პირ­თა და­საქ­მებისა და ­გა­ნათ­ლების თა­ნაბარი ხელ­მი­საწ­ვდო­მობის­თვის ახორ­ცი­ე­ლებს.

 

ტრე­ნინ­გი აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში წა­რი­მარ­თა. მას­ში მო­ნა­წი­ლეობას იღებდნენ რო­გორც ქუ­თა­ის­ში მოქ­მე­დი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლებების წარ­მო­მად­გენ­ლები, ასე­ვე სტუ­დენ­ტები. ტრე­ნე­რი ნა­ტო ქობულ­ძე ჟურ­ნა­ლის­ტებს სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ა­სა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის მან­კი­ე­რებაზე, სა­ზო­გა­დოებაში გავ­რცე­ლებულ სტე­რე­ო­ტი­პებზე, იარ­ლიყებსა და ტერ­მი­ნებზე ესაუბრა. გა­მოიყენეს რო­ლუ­რი თა­მა­ში და გა­ნიხილეს სი­ტუ­ა­ცი­უ­რი ამო­ცა­ნები.

 

ტრე­ნინ­გის მო­ნა­წი­ლეებმა, სა­მო­მავ­ლოდ, შშმ პირ­თა სა­კითხების უკეთ გა­შუ­ქების­თვის მე­ტი ინ­ფორ­მირ­მა­ცი­ის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვეს.

 

გა­ნათ­ლების გან­ვი­თა­რების და და­საქ­მების ცენ­ტრის პი­არ-მე­ნეჯერის მა­კა ჩი­ნიჯიშ­ვი­ლის თქმით, ეს არის სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც შშმ პირ­თა და­საქ­მებას ისახავს მიზ­ნად. პროგ­რა­მის ბაზა­ში 127 შშმ პი­რია რე­გის­ტრი­რებული, 16 ადა­მი­ა­ნი კი უკ­ვე და­საქ­მდა.

 

ქუ­თა­ი­სის გა­ნათ­ლების გან­ვი­თა­რებისა და და­საქ­მების ცენ­ტრმა სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სახურების სა­ა­გენ­ტოს­თან გა­ა­ფორ­მა მე­მო­რან­დუ­მი, რომ­ლის მიხედ­ვი­თაც სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სახურეობის სა­ა­გენ­ტო ჩა­ერ­თვება ამ პრო­ექ­ტში და ­დაახლოებით 40 შშმ პირს დაეხმა­რება და­საქ­მებაში.

 

„ჩვე­ნი მი­ზა­ნი­ა, შშმ პი­რები და­ვა­საქ­მოთ, სა­ზო­გა­დოებაში და­ვარ­ღვი­ოთ სტიგ­მა, კა­ნონ­პრო­ექ­ტში კი შე­ვი­დეს ცვლი­ლება, რა­თა მოხდეს შშმ პირ­თა აქ­ტი­უ­რად ჩარ­თვა სა­ზო­გა­დოებრივ პრო­ცე­სებში,“ - გა­ნაცხადა მა­კა ჩი­ნიჯიშ­ვილ­მა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია