დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დაფიქრდით, რას აკეთებთ!
დაფიქრდით, რას აკეთებთ!
სულ ნანახია 877
ავტორი:

 

ქუთაისის ურბანული წყალმომარაგების საკითხი მაქსიმალურად დაიძაბა მის შემდეგ, რაც ონლაინ გამოცემით გაჟღერდა სტატია ქუთაისის 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტის დასრულების ვადა შეიცვალა“. ნახსენებმა სტატიამ ყველაზე აქტიურად იმოქმედა იმ პროფესიონალებზე, რომლებიც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ატარებდნენ აღნიშნული სამუშაოების მონიტორინგს ყველა იმ ინსტანციასთან, რომელიც აქტიურადაა ჩაბმული მის შესრულებაში.

ჯერ კიდევ 2015 წლის 1 ივლისს დღის 1300 საათზე ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (პუშკინის N6) ჩატარდა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ: SMK - თურქული კომპანია, საზედამხედველო კომპანია ეპტისა“, წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის წარმომადგენელი. შეხვედრის მიზანი იყო დამსწრეთათვის გაეცნოთ პროექტის KUT-01-ის მოკლე შინაარსი და შეკითხვებზე გაეცათ სრულ-  ყოფილი, ამომწურავი პასუხი.

ამ დღიდან დაიწყო ჩვენი ტან- ჯვაც და წამებაც შემდეგი საკითხებიდან გამომდინარე:

1. ვერ მოხერხდა ექსპერტიზის ჩატარება პროექტისათვის;

2. არ განხორციელებულა ხმაურისა და მტვერის საინააწმდეგო ღონისძიებები გარემოს დაცვის განხრით;

3. ყველა სამუშაოს SMK იწყებდა და რატომღაც არ ამთავრებდა;

4. პროექტის თანახმად და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით პროექტი იწყებოდა 2015 წლის 08 ივნისს და მთავრდებოდა 2018 წლის 07 ივნისს.

ყველა აღნიშნული დაპირება მოწვეული პროფესიონალებისადარღვეული იქნა და შესაბამისად ჩაბარების ვადამაც გადაიწია 2018 წლის 7 ივნისიდან - 2019 წლის პირველ ნახევარში. ყოველივე ამას ხელი შეუწყო საზოგადოებასთან ურთიერთობის არქონამ, მომხმარებლებთან ურთიერთობის უარყოფამ და თავხედობამდე მისულმა თვითნებობამ, რაც თავის მხრივ უხრხულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, იწვევს კანონმდებლობისა და შეთანხმების დარღვევას, მომხმარებლების მწყობრიდან გამოყვანას და ნამდვილად პარტნიორების მტრად გახდომას.

დღევანდელი შესრულებული სამუშაოები თვალნათლივ გვაჩვენებს იმ უხერხულობებს, რომლებიც თან ახლავს პროექტის შესრულების და წესების მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობას:

1. ჰაერის მოწოდება წყალთან ერთად ცვალებადი წნევით და იმპულსურად;

2. წყლის მიწოდების გრაფიკით, დაახლოებით ძველი რეჟიმამდე მოახლოებული;

3. დუმილი ნებისმიერ საზოგადოებრივ შეკითხვაზე;

4. კონსტიტუციური ნორმის დარღვევა (მუხლი 8. „სახელმწიფო ენის შესახებ...“) მოხსენებითი ბარათების მომზადებისაც;

5. ნებისმიერი საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების გარეშე, შეუტყობინებლად, ჩაურთველად;

6. ისეთი სამუშაოებისადმი გულგრილი დამოკიდებულება, რომლებიც მოითხოვენ მაღალი კვალიფიკაციას და კვალიფიციურ მუშახელს (მდინარე რიონის ფსკერის გახვრეტა მილის გასაყვანად).

 

SMK- მოღვაწეობამ საქართველოში და შესაბამისად მათმა შექმნილმა მდგომარეობამ თვალნათლივ დაგვარწმუნა საქართველოს კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიმუხლი 16-ის, პუნქტი )- დაუყოვნებლივ განხორციელებაში, ყველა მუნიციპალიტეტში მისის აღსრულების სასწრაფოდ და მაღალი პასუხისმგებლობის მიხედვით, შედეგებზე ორიენტირებით. დაფიქრდეს ის საზოგადოება ვისი პროფესიონალური, მორალური და ეროვნული პასუხისმგებლობაცაა ურბანული მოსახლეობის წყალმომარაგების საკითხის გამართვა მთელს საქართველოში.

დაფიქრდით, რას არ აკეთებთ!

აქ ჩვენ ვგულისხმობთ არა მარტო წყალმომარაგების არსებული წყაროების ათვისებას, არამედ ახალი შესაძლებლობების ძიებას, იაფფასიან მოწოდებას და დენის ჯარჯვის შემცირებას - მოკლედ წყლის თვითდინებით მიწოდებას განვითარებას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე თუ არა დასავლეთ საქართველოში მაინც. აქ ნამდვილად საჭიროდ ვთვლით ამ უკანასკნელის დაწყებას იმერეთის რეგიონიდან - ზემოდან ქვემოთ.

ბოლოს თქვენი ყურადღება გავამახვილოთ ბატონი ზაზა სიხარულიძის ინტერვიუზე, სადაც ყველაფერი საერთო ციფრებში, ფრაზებში და წინააღმდეგობებშია მოქცეული, ისევე როგორც ძველებურად, კონკრეტული და გასაგები იფორმაცია იქ არ არის საქმეში ჩახედული ადამიანისთვის. ვერ გავიგეთ რას ნიშნავს დამატებითი სამუშაოები“, „მეორე ეტაპიდა კიდევ რამდენი ეტაპია მოსალოდნელი პროექტის მთლიანი შესრულების ან დამთავრებული პროცესის მისაღებად. აქ ჩვენ ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ქუთაისისთვის გამოყოფილ თანხას, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მოიაზრებს იქ სადაც მას სურს.

 

ასოციაცია ასა- თავმჯდომარე ზაზა ხელაძე

ქუთაისი, ივლისი, 2018 წელი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია