დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოში პოლიტიკოსების მიმართ ნდობა მკვეთრად დაეცა
საქართველოში პოლიტიკოსების მიმართ ნდობა მკვეთრად დაეცა
სულ ნანახია 1797
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევამ, დღეისათვის ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსები გამოავლინა. „17 მაისი“ გთავაზობთ მონაცემთა ანალიზს იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა პოლიტიკურ ლიდერთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება წინა წელთან შედარებით. ამისთვის ამავე კვლევითი ინსტიტუტის გასული წლისა და დღევანდელ შედეგებს შევადარებთ:

 

პოლიტიკოსთა რეიტინგში წელს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო 62 პროცენტით ლიდერობს. თუმცა, შარშან მისი რეიტინგი მოწინავე რიგებშიც ვერ მოხვდა; მეორეადგილოსანის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წლევანდელ რეიტინგში საგრძნობი კლებაა, რამდენადაც შარშანდელი მონაცემით ის 74 პროცენტი იყო, წელს კი 62 პროცენტამდე დაეცა.

 

წელს მოსახლეობის 57 პროცენტმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია დადებითად შეაფასა. შარშან მისი რეიტინგი 80 პროცენტს შეადგენდა, რის გამოც ყველაზე რეიტინგულ პოლიტიკოსად დასახელდა. საზოგადოებას ახსოვს დაუზუსტებელი ცნობები იმის შესახებ, თუ როგორ გაანაწყენა მეორე ირაკლი თავდაცვის მინისტრის რეიტინგმა.

 

57 პროცენტით მეოთხე ადგილზე გასული დავით უსუფაშვილის რეიტინგიც საგრძნობად არის შემცირებული, რამდენადაც შარშან ის 74 პროცენტს შეადგენდა.

 

იგივე ტენდენციაა მეხუთე ადგილზე გასულ ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებითაც - პრემიერს შარშანდელი 79 პროცენტი 56-მდე შეუმცირდა. აღსანიშნავია, რომ ალასანიამ პრემიერს რეიტინგში წელსაც აჯობა.

 

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს შარშან 66 პროცენტიანი რეიტინგი ჰქონდა. კვლევებიდან ჩანს, რომ საზოგადოებას მინისტრისადმი გრძნობები ისევე გაუნელდა, როგორც სახელისუფლებო გუნდის სხვა წევრების მიმართ და შესაბამისად, წულულიანის რეიტინგი 51 პროცენტამდე დაეცა.

 

წლევანდელ რეიტინგულთა შვიდეულში 48 პროცენტით ბოლო ადგილზე გასული კახა კალაძე შარშან გამოკითხულთა 65 პროცენტს მოსწონდა.

 

შედარების შედეგად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სახელისუფლებო გუნდის წევრების რეიტინგი, შარშანდელთან შედარებით, მკვეთრად დაეცა.

 

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) 2015 წლის 3-28 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, კვლევაში არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს  18 წლის და ზემოთ 1500 მოქალაქემ  შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მიიღო მონაწილეობა.

 

 

რაც შეეხება შარშანდელ (2014წელი) მონაცემს, IRI-მ კვლევა 19 თებერვლიდან 13 მარტამდე პერიოდში ჩაატარა და გამოკითხვაში 3 992 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. პროცენტული ცდომილება კი, 1,5 პროცენტს შეადგენდა.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია