საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
დალიე იტალიური ღვინო „კანონაუ“ და 100 წელს იცოცხლებ!
დალიე იტალიური ღვინო „კანონაუ“ და 100 წელს იცოცხლებ!
სულ ნანახია 836
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ადოლფინო 102 წლისაა. იგი ყოველდღიურად მიერეკება საბალახოდ თავის ოთხ ცხვარს. ერთ დღესაც, გზაზე შემთხვევით შეხვდა ფოტოგრაფ დანიელა ძედას და კაფე-ბარში დაპატიჟა...

ადოლფინო პუდუ ერთ-ერთია იმ 11 ასწლოვანი სარდინიელიდან, რომლებიც ჩაწერილი არიან „სენეს“ წიგნში (senex - ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „უხუცესი“). მასში თავმოყრილია მხცოვანი ადამიანების ფოტოები და საუბარია მათ ცხოვრებაზე, ასაკზე, ჩატარებული კვლევებით მიღებულ შედეგებზე. ძირითადად, ყურადღება გამახვილებულია ანტონიო არჯოლასის ოჯახზე, რომელიც დიდი ხანია აწარმოებს ღვინოს „კანონაუ“(Cannonau). „სენეს“ ეწოდება ასევე ბოლო პერიოდში წარმოებულ ამ ჯიშის ღვინოსაც.

ყველაფერი სამი წლის წინ, ქალაქ სასარის უნივერსიტეტის და არჯოლასის ოჯახის ინიციატივით დაიწყო, მხცოვანი მეღვინის, ანტონიო არჯოლასის პატივსაცემად, რომელიც 102 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სარდინიის ფესვები კვლევა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.

რატომ გამოირჩევა კუნძული სარდინია ასწლოვანი  მაცხოვრებლებით? პროექტ „AKEA“-ს მიხედვით,  აღირიცხა 373 მხცოვანი, 22 - ყოველ 100 000 მაცხოვრებელზე. სამი ცხოვრობს ანტონიო არჯოლას სოფელ სარდიანაში (2 700 მაცხოვრებელი).

მკვლევარებმა მუშაობის დასაწყისში გამოკითხეს 3 000-ზე მეტი მოხუცი და გაირკვა, რომ ყველა სვამდა ღვინო კანონაუს ყოველდღიურად და ზომიერად, რა თქმა უნდა. ეს არის პოლიფენოლებით და ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით მდიდარი წითელი ღვინო.

„ანტონიო ბაბუა, - გვიყვება შვილიშვილი ვალენტინა - ყოველდღიურად სვამდა ერთ ჭიქა „კანონაუს“ ვეგეტერიანულ წვნიანთან ერთად. ბრაზდებოდა, თუ ვინმე მოხუცს უწოდებდა. პასუხობდა, - მხოლოდ დიდი ვარ, მეტი არაფერიო“.

მისი გარდაცვალების შემდეგ, არჯოლასის მრავალწევრიანმა და ერთიანმა ოჯახმა ეს სარდინიული ღვინო მსოფლიოს გააცნო მეღვინე ჯაკომო ტაკისისთან ერთად. ოჯახს ჩაფიქრებული ჰქონდა ანტონიოს ოცნების ასრულება, ანუ სხვა სარდინიელ უხუცესებთან ერთად, ჯგუფის ჩამოყალიბება - თერთმეტი, როგორც საფეხბურთო გუნდში, რომლის კაპიტანი თავად იქნებოდა.

ასე წარმოიშვა „სენეს“ წიგნის პროექტი.

მკვლევარებმა ამ თერთმეტ უხუცეს ადამიანში ხანგრძლივი ცხოვრების ფორმულა იპოვეს: მოძრაობა, ოპტიმიზმი, სიმშვიდე და ბოლოს, ბუნება - ზღვა და ღვინო.

„სენეს“-ს პროექტმა ასევე შეიძინა 12 000 ბოთლი ახალი „კანონაუს“ ღვინო (ფასი 20 ევრო).

დანიელა ძედამ ეს მხცოვანი ადამიანები ფოტოებზე გამოსახა. ჟურნალისტმა მანუელა არკამ და მწერალმა მარჩელო ფოისმა კი მათზე მოგვითხრეს. ყველა ისინი გადაღებული არიან ტყეში ასწლოვან ხეებთან ან სათევზაო ბადეებთით ხელში, როგორც მათი საცხოვრებელი გარემოა. წიგნში ნაჩვენებია 101 წლის ფილომენა მარონჯუ, მარგალიტებიანი ლურჯი კაბით კითხვის დროს; 102 წლის ჯულიო პოდა, რომელიც ყოველდღიურად 7 კილომეტრს გადის ველოსიპედით; 103 წლის ჯაკობა ლეპორი - სოფელში ყველაზე მხცოვანი, რომელიც ყოველდღიურად იკვებება ვეგეტერიანული წვნიანით და თხის რძით.

 

მაია ტურაბელიძე

 

თარგმნა და მოამზადა იტალიური პრესის მიხედვით

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია