საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ქუთაისს ახალი მერი ჰყავს - გიორგი ჭიღვარია
ქუთაისს ახალი მერი ჰყავს - გიორგი ჭიღვარია
სულ ნანახია 529
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, ქუთაისს ახალი მერი ჰყავს - "ქართული ოცნების" კანდიდატი ubjhub zbqdfhbf. მან  საკუთარ ამომრჩევლებს სოციალური ქსელის მეშვეობით უკვე მიულოცა გამარჯვება და  ფესბუქგვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა.

"ჩვენ გავიმარჯვეთ! ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ჩემს თანაქალაქელს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. მე ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველა თქვენგანის მერი. ერთად ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს იმისთვის, რომ ქუთაისმა ღირსეული ადგილი დაიჭიროს ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე და იყოს ძლიერი ქალაქი ძლიერი საქართველოსთვის. გპირდებით, რომ მომდევნო 4 წელი იქნება წარმატებული"- გიორგი ჭიღვარია.

როგორც ცნობილია, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა და 5 თითმმართველ თემში - ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში ჩატრდა. ცესკოს მონაცემებით, ქუთაისში ამომრჩევლთა ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა

თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ასეთია:

5. გრიგოლ ვაშაძე (საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) - 13,36:

 

41. გიორგი ჭიღვარია („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო) - 86,64.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია