დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნანა ჯორჯაძემ ქართულ ღვინოზე 35-სერიანი შემეცნებით-დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყო
ნანა ჯორჯაძემ ქართულ ღვინოზე 35-სერიანი შემეცნებით-დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყო
სულ ნანახია 1689
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, რეჟისორმა ნანა ჯორჯაძემ ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით 35-სერიანი შემეცნებით-დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყო. ფილმის ავტორი და წამყვანია ქართული ღვინის საპატიო ელჩი შალვა ხეცურიანი.

 

ფილმი გახდება ქართული ღვინის საპრეზენტაციო და საპრომოციო მასალა, ერთგვარი სავიზიტო ბარათი, როგორც უცხოელი, ასევე ქართველი მაყურებლისთვის. მასში მოთხრობილი იქნება ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურაზე, მსოფლიოს წამყვან ღვინის ქვეყნებზე.

 

ფილმის სერიები მიეძღვენება ღვინის წარმოების 8000-წლიან ისტორიას, ღვინის დაყენებას და მის ნაირსახეობებს, ღვინის დეგუსტაციის წესებს, საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის მთავარ რეგიონებს, წამყვან ჯიშებს, სხვა ღვინო-პროდუქტებს (ჭაჭა, ბრენდი, ცქრიალა ღვინო), მარნებს, მეღვინეებს და მათთან დაკავშირებულ საინტერესო ისტორიებს. სპეციალური სერია დაეთმობა ქართულ გასტრონომიას, უნიკალურ კერძებსა და მათ შეხამებას ღვინოებთან.

 

ფილმის სცენარისტია თამარ ბართაია. კონსულტანტები არიან გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსები და ღვინის სპეციალისტები. ფილმის შექმნაში აქტიური წვლილი შეაქვს საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. პროექტის მხარდამჭერები არიან ასევე ასოციაცია „ქართული ღვინო“, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“.

 

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით 7 მაისს ქორთიარდ მარიოტში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელშიც ნანა ჯორჯაძესთან ერთად  მონაწილეობდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი, ქართული ღვინის საპატიო ელჩი შალვა ხეცურიანი, ასოციაცია „ქართული ღვინის“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი, სცენარისტი თამარ ბართაია და საუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ დირექტორის მოადგილე გიორგი ქურდიანი.

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია