დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რძის ფხვნილისგან დამზადებულ ყველს „ყველი“ აღარ ერქმევა
რძის ფხვნილისგან დამზადებულ ყველს „ყველი“ აღარ ერქმევა
სულ ნანახია 1278
ავტორი:

 

პირველი ივლისიდან  ძალაში შედის საკანონმდებლო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც დასახელება „ყველი“ შეიძლება ეწოდოს   მხოლოდ იმ ნაწარმს, რომელიც  მზადდება  რძისგან, ასევე არ შეიძლება „კარაქი“ ეწოდოს მცენარეული ცხიმისაგან მომზადებულ პროდუქტს.

 

„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ შეტანილი ცვლილებებს თანახმად, დაუშვებელია  რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმის ეტიკეტზე ტერმინი „ყველის“  გამოყენება. აგრეთვე ცვლილებები შეეხო  „შემცირებული ცხიმშემცველობის მქონე კარაქის“ განმარტებას. აღნიშნული  დასახელების გამოყენება შესაძლებელი იქნება  კარაქზე, რომელშიც რძის  ცხიმის შემცველობა  არანაკლებ 39:-ს და არაუმეტეს 79%-ს შეადგენს. ამასთან ძალაში რჩება რეგლამენტის მოთხოვნა, რომ დაუშვებელია, ეტიკეტზე ტერმინი - „კარაქის“ გამოყენება, მათ შორის, ბიზნესოპერატორის საფირმო დასახელებაში, თუ პროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებულია მცენარეული ცხიმი ან სხვა ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა.

 

ბიზნესოპერატორის მიერ აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოიწვევს  მათ დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში 1200 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია