დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გუბერ­ნა­ტო­რების ად­მი­ნის­ტრა­ციებში 2015 წელს პრე­მი­ის და სახელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის სახით 1 114 928.69 ლა­რი გა­ი­ცა
გუბერ­ნა­ტო­რების ად­მი­ნის­ტრა­ციებში 2015 წელს პრე­მი­ის და სახელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის სახით 1 114 928.69 ლა­რი გა­ი­ცა
სულ ნანახია 1330
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

2015 წელს სახელ­მწი­ფო რწმუ­ნებულების-გუბერ­ნა­ტო­რების ად­მი­ნის­ტრა­ციებში პრე­მი­ი­სა და სახელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის სახით 1 114 928.69 ლა­რი გა­ი­ცა, მათ შო­რის პრე­მია - 463 817.5 ლა­რი, სახელ­ფა­სო და­ნა­მა­ტი კი - 680 111.19 ლა­რი. ამის შე­სახებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭვირ­ვა­ლობა-სა­ქარ­თვე­ლო“  აქ­ვეყნებს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2012-2014 წლებთან შე­და­რებით, შემ­ცი­რებულია პრე­მიების გა­ცე­მის სიხში­რე და ოდე­ნობა, თუმ­ცა 2015 წელს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის გაზ­რდი­ლი სახელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის გა­ცე­მის მაჩ­ვე­ნებელი.

 


„2015 წლის გან­მავ­ლობაში სახელ­ფა­სო და­ნა­მა­ტი ყვე­ლა სამხარეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ყოველ­თვი­უ­რად გა­ი­ცე­მო­და. თა­ნამ­დებობის პირ­თა მი­ერ აღებული პრე­მი­ი­სა და სახელ­ფა­სო და­ნა­მა­ტების შე­სახებ ინ­ფორ­მა­ცია მხოლოდ რა­ჭა-ლეჩხუმი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის, ასე­ვე გუ­რი­ის სამხარეო ად­მი­ნის­ტრა­ციებმა მოგ­ვა­წო­დეს. სხვა სამხარეო ად­მი­ნის­ტრა­ციების მი­ერ მო­წო­დებულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში კი, მხოლოდ წლის მან­ძილ­ზე პრე­მი­ი­სა და და­ნა­მა­ტის სახით გა­ცე­მუ­ლი თანხის ჯამუ­რი ოდე­ნობაა ასახული,“ - ნათ­ქვა­მია „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭვირ­ვა­ლობა-სა­ქარ­თვე­ლოს“ კვლე­ვა­ში.
ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2015 წელს პრე­მი­ის სახით ყვე­ლა­ზე დი­დი თანხა 63 960 ლა­რის ოდე­ნობით, რა­ჭა-ლეჩხუმი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის სამხარეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­ი­ცა; 2015 წელს სახელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის სახით ყვე­ლა­ზე დი­დი თანხა გა­ი­ცა სა­მეგ­რე­ლო-ზე­მო სვა­ნე­თის სამხარეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში - 167 712.26 ლა­რის ოდე­ნობით.
კვლე­ვის მიხედ­ვით, 2015 წელს გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ი­სა და სახელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის სა­ერ­თო მაჩ­ვე­ნებლი­თაც პირ­ველ ად­გილ­ზე სა­მეგ­რე­ლო-ზე­მო სვა­ნე­თის სამხარეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­აა (204 769.76 ლა­რი).
„2015 წელს რა­ჭა-ლეჩხუმი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის გუბერ­ნა­ტორს, პარ­მენ მარ­გვე­ლი­ძეს სახელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის სახით და­ე­რიცხა 35 400 ლა­რი, პრე­მია კი - 2 950 ლა­რი (სა­ერ­თო ოდე­ნობა - 38 350 ლა­რი); გუ­რი­ის გუბერ­ნა­ტორ­მა გია სა­ლუქ­ვა­ძემ, რო­მე­ლიც ამ თა­ნამ­დებობაზე 2015 წლის მა­ი­სი­დან იმყოფება, 2015 წელს სახელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის სახით მი­ი­ღო 22 668 ლა­რი, პრე­მია კი 2 950 ლა­რის ოდე­ნობით; გუ­რი­ის გუბერ­ნა­ტო­რის გია სა­ლუქ­ვა­ძის მო­ად­გი­ლემ, ქე­თე­ვან მო­ის­წრა­ფიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც 2015 წლის მა­ი­სამ­დე გუბერ­ნა­ტო­რის მო­ვა­ლეობის შემ­სრუ­ლებელი იყო, 2015 წელს სახელ­ფა­სო და­ნა­მა­ტი 12 732 ლა­რი, ხოლო პრე­მია  2 360 ლა­რი მი­ი­ღო. მი­ღებულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყრდნობით ასე­ვე შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ დი­დი ალბათობით რა­ჭა-ლეჩხუმი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის, ასე­ვე გუ­რი­ის გუბერ­ნა­ტო­რების მსგავ­სად, სახელ­ფა­სო და­ნა­მატს ყოველ­თვი­უ­რად იღებდნენ სხვა გუბერ­ნა­ტო­რებიც,“ - ნათ­ქვა­მია კვლე­ვა­ში.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია