დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მე და თვითმმართველობის არჩევნები
სულ ნანახია 1327
ავტორი:

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის პროექტის „რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განათლებისთვის“ ფარგლებში  არჩევნების თემასთან დაკავშირებით აჭარის რეგიონში მცხოვრებახალგაზრდებს გავესაუბრეთ, რას ფიქრობენ ისინი თვითმმართველობის არჩევნებზე, რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის თვითმმართველობის არჩევნებს? რის მიხედვით გააკეთებთ არჩევანს და როგორ ფიქრობთ გამგებელი კონკურსის წესით უნდა ინიშნებოდეს თუ არჩევნებით?

 

ავთანდილ სურმანიძე, 21 წლის, ქობულეთი:  „პირველი არჩევანი საპრეზიდენტო არჩევნებზე გავაკეთე, რაც შეხება თვითმმართველობის არჩევნებს, მონაწილეობა არ მიმიღია და არც ინტერესი გამჩენია, საკუთარი არჩევანი დამეფიქსირებინა იმის მიუხედავად, რომ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს არჩევნები, განსაკუთრებით კი მუნიციპალიტეტებისთვის. რაც შეეხება გამგებლის დანიშვნას, ვფიქრობ, კარგია, კონკურსის წესით რომ ხდება“.

 

ნიკა ჯაიანი,19 წლის, ბათუმი: „რადგან პოლიტიკისა არ მჯერა, არჩევნებზე არ დავდივარ, მიხვალ თუ არა არჩევნებზე, ამით არაფერი შეიცვლება, ამას დღევანდელი პოლიტიკა მაფიქრებინებს. არ ვიცი, სამომავლოდ მივალ თუ არა არჩევნებზე და დავაფიქსირებ თუ არა ჩემს საკუთარ ერთ ხმას“.

 

ინგა კახიძე, 19 წლის, მეჯინისწყალი: „თვითმმართველობის არჩევნებით ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები კომპლექტდება, ამიტომ არის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი, შარშან ექსკურსიაზე ვიყავი და ვერ მოვედი არჩვნებზე, სამომავლოდ აუცილებლად მივალ, თუ ხელს არაფერი შემიშლის. არჩევანს ერთი კონკრეტული პიროვნების მიხედვით გავაკეთებ და არა  - პარტიის დაპირების მიხედვით. რაც შეეხება გამგებლის დანიშვნას, მე სწორად მიმაჩნია კონკურსით რომ ინიშნება, ყველამ საკუთარი აზრი უნდა გამოთქვას, ვინ უნდა გამგებლად“.

 

დარინა ბოლქვაძე, 21 წლის, ბათუმი: „წიან არჩევნებზე  კომისიის წევრი ვიყავი, შესაბამისად, კარგად ვიცი საარჩევნო პროცესი. ქვეყნისთვის ყველა არჩევნები მნიშვნელოვანია, ასე ერთ რომელიმეს ვერ გამოვყოფ, თვითმმართველობის არჩევნები კი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა იმას ირჩევს, ვინც მას სურს. ჩემი აზრით, გამგებელი კონკურსის წესით უნდა ინიშნებოდეს და არა არჩევნებით, არჩევანს კონკრეტული ადამიანის დაპირების მიხედვით ვაკეთებ“.

 

ზაალ სააკაშვილი, 22 წლის, ქობულეთი: „თვითმმართველობის არჩევნებზე ისეთი ადამიანები უნდა ავირჩიოთ, ვინც ხალხს სარგებელს მოუტანს. ჩემი აზრით, არჩევანი პარტიის დაპირებებზე კი არა, კონკრეტული ადამიანების მიხედვით უნდა მივიღოთ, ასე გვექნება მხოლოდ კარგი შედეგი“.

 

თეონა მახარაძე, ბათუმი, 19 წლის: „თვითმმართველობის არჩევნები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი იმათთვის, ვინც კენჭს იყრის არჩევნებში“.

 

გიორგი ბოლქვაძე, 19 წლის, ბათუმი:  „თვითმმართველობის წევრები ვინც არიან, ებადებათ იდეები და იმ საზოგადოებას აცნობენ, ვინც ირჩევს მათ. უნივერსიტეტში ვსწავლობ და ჩვენც გვყავს თვითმმართველობა, ვფიქრობ, რომ ყველა სახის თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანია“.

 

 

ეკა ბარამიძე, გაზეთი „ბათუმელები“

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია