დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ჩემი 3500-წლოვანი ქალაქის ისტორია არ იწყება მაკდონალდსის პავილიონით“
„ჩემი 3500-წლოვანი ქალაქის ისტორია არ იწყება მაკდონალდსის პავილიონით“
სულ ნანახია 1500
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

რომელი ტურისტი ჩამოდის ქუთაისში ჰამბურგერის საჭმელად?

 

მას შემდეგ, რაც ქუთაისის ისტორიულ ნაწილში, დავით აღმაშენებლის მოდანზე ტროტუარი შემოღობეს და მაკდონალდსის მაკეტი გამოაკრეს, მოსახლეობაში დიდი  ვნებათაღელვა დაიწყო, მოქალაქეთა აზრი ორად გაიყო. ერთი ნაწილი, რომელიც ამ სახით ქალაქში ინვესტიციის შემოსვლას ხედავს, ამ მშენებლობის მომხრეა, მეორე ნაწილი კი მშენებლობას აპროტესტებს და აღნიშნულ ტერიტორიაზე ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის აშენებას ითხოვს.

მოსახლეობის კრიტიკულად განწყობილ ნაწილს გაუჩნდა ლოგიკური კითხვები, როგორც მშენებლობის ნებართვსთან დაკავშირებით ასევე შენობის არქიტექტურულ  მხარეზეც. მშენებლობის გასაპროტესტებლად ქუთაისში უკვე შექმნილია საინიციატივო ჯგუფი „ქუთაისის მომავლისათვის,“ რომელიც პერნამენტულად საპროტესტო აქციებს აწყობს.

მაკდონალდსის თავდაპირველი პროექტი დაიწუნეს ადგილობრივმა  არქიტექტორებმაც. ერთ-ერთმა გამორჩეულმა ქუთაისელმა არქიტექტორმა დავით მელქაძემ ასე შეაფასა ეს ფაქტი: „ასეთი ტიპის ობიექტის ასეთ გეოგრაფიულ არეალში აშენება დანაშაულია და ამის იურდიული დასაბუთებაც შესაძლებელია. მე რომ ვაპროექტებდე ამ მაკდონალდსის შენობას, ვურჩევდი ნიკეას უბანში აშენებას. იქ გაცილებით მეტი კლიენტურა ეყოლება. ნუთუ,  მერიაში  აღარ  დარჩა  ვინმე  ცოცხლად  მოაზროვნე?“

პირველი წინააღმდეგობის ტალღის დაშოშმინება დროებით  იმით მოახერხეს, რომ პროექტის შეცვლის დაპირება გაიცა .თუმცა მშენებლობის ნებართვის გაცემამდე მიწის მოსამზადებელი სამუშაოები შეუჩერებლად მიმდინარეობს.

და, აი, რამდენიმე დღის წინ მერიამ და მაკდონალდსის წარმომადგენლებმა ქუტაისის საზოგადოებას ახალი პროექტი წარუდგინეს, თუმცა, პროექტში, ფაქტობრივად  ბევრი არაფერი შეცვლილა, შენობა უბრალოდ, უფრო მწვანე ფერშია გადაწყვეტილი.

პრეზენტაცია საკმაოდ რთულ  და დაძაბულ სიტუაციაში წარიმართა, ფაქტობრივად ძალიან ემოციურ დაპირისპირებაშიც კი გადაიზარდა:

„ჩემი 3500 წლის ქალაქის ისტორია არ იწყება მაკდონალდსის ჯიხურით თუ პავილიონით!“, „ესაა კანალიზაციის ტრუბა ქუთაისში... ამის აშენებას კიდევ ის სჯობს, ტუალეტები მაინც აუშენეთ ტურისტებს“, „რომელი ტურისტი ჩამოდის ქუთაისში ჰამბურგერის საჭმელად?“, „ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ არ არსებობს ქუთაისის განვითარების გეგმა და ვისაც სად და რა მოეხასიათება, იქ ჩადგამს რასაც უნდა!“ - ესაა იმ ფრაზების ნაწილი, რაც ქალაქის მოსალოდნელი დამახინჯების მოწინააღმდეგე ქუთაისელებმა დააფიქსირეს პრეზენტაციაზე.

ქუთაისის მერმა  კი პროექტთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს მშვიდად უპასუხა. მან  მოწინააღმდეგეების აზრს არარგუმენტირებული უწოდა და განაცხადა, რომ მერია ვალდებულია, დაიცვას კანონი. „ამ შემთხვევაში კი ყველაფერი კანონის დაცვით ხორციელდება. სენსიტიური ადგილია და არც მოველოდით, რომ ყველას მოეწონებოდა. გამოკითხვებში კი  უმეტესწილად პოზიტიური დამოკიდებულება იგრძნობა. ასე მეც ბევრი რამე შეიძლება არ მომწონდეს.“- განაცხადა შოთა მურღულიამ.

„მიწა უკვე გაყიდულა და მას კანონიერი მფლობელი ჰყავს. აღნიშნული ტერიტორია არ არის ქალაქის  ჩვეულებრივი ნაწილი, ის არის კულტურული მემკვიდრეობის  არეალი, ამიტომ ამ მდგომარეობაში  რჩება მხოლოდ ერთი სამართლებლივი  ბერკეტი. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის  გათვალისწინებით უნდა მიხდეს ამ ურბანული  არეალის დამატებით შესწავლა და შესაბამისი პროექტის მომზადება, ვიდრე მოხდება ამჟამინდელი პროექტის დამტკიცეება,“- ამ ერთადერთ გამოსავალს ხედავს  სტუდენტი, კულტუროლოგი, საინიციატივო ჯგუფის „ქუთაისზე მზრუნველთა საზოგადოების“ წევრი, სოფო ზვიადაძე.

ქუთისის ადგილობრივ თითმმართველობაში კი  პროექტის საბოლოო ვარიანტი მოსწონთ და დიდი ალბათობით უახლოეს მომავალში მშენებლობის ნებართვასაც გასცემენ, თუ, რა თქმა უნდა, მოსახლება პროტესტის უფრო მწვავე ფორმას არ მიმართავს.

თუმცა, ხელისუფლებამ იცის, რომ ხალხი მშიერი და სხვა ათასგვარი პრობლემებით დამძიმებული ჰყავს ქუთაისში და ფიქრობს, რომ ისინი მასობრივ საპროტესტო ტალღას ვერ ააგორებენ, ამიტომ „თავი  ქუდში აქვთ“ და ძალაც შესწევთ აღმართის მოსახნავად...

მაგრამ... არის კიდევ ბევრი მაგრამ, რის გამოც ქუთაისელთა დიდი ნაწილი პოზიციების დათმობას არ აპირებს.

 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია