დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეკლამა
„თიბისი“ „ქუთაისის ტორპედო”-ს მხარდამჭერი გახდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2024/03/04 21:03:56

 

 

თიბისი”-სა და ქუთაისის საფეხბურთო კლუბ ტორპედო”-ს თანამშრომლობა შედგა. თიბისი ქუთაისის ტორპედო”-ს მხარდამჭერი გახდა.

როგორც თიბისი”-ს წარმომადგენლები აცხადებენ, ეს სტრატეგიული პარტნიორობა გუნდის ადგილობრივ, რეგიონულ პოპულარიზაციაზე იზრუნებს და ისტორიული საფეხბურთო კლუბის სამომავლო განვითარებას ხელს შეუწყობს.

 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან თიბისი”-სა და ტორპედო”-ს პარტნიორობას მოეწერა ხელი. მიგვაჩნია, რომ ეს დღე ძალიან მრავალმხრივი და სიღრმისეული პარტნიორობის დასაწყისი იქნება. თიბისი”-სთვის ქუთაისი ერთ-ერთი საყვარელი ქალაქია, ასევე ტორპედო არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ მთელი იმერეთის მნიშვნელოვანი და საყვარელი კლუბია. მჯერა, ერთად ბევრი გამარჯვების მოპოვებას მოვახერხებთ. ეს თანამშრომლობა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ამ კლუბის განვითარებას, თამაშების პოპულარიზაციას, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი თაობისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის გაჩენას. ყოველთვის ვამბობთ, რომ ფეხბურთი მომავალი თაობისთვის ძალიან საინტერესოა და გვინდა, რომ სპორტის ამ სახეობის განვითარებაში წვლილი ჩვენც  შევიტანოთ“, - აღნიშნავს „თიბისი”-ს ბრენდის გამოცდილებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი მაკუნა თავბერიძე.


ფეხბურთი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. ტორპედოკი ისტორიული საფეხბურთო კლუბია, რომელიც 1946 წლიდან აქტიურად ასპარეზობს. მისი თიბისი”-სთან თანამშრომლობა  მიზნად ისახავს გუნდის განვითარებას, შიდა სხვადასხვა მრავალფეროვანი პროექტების განხორციელებას, ჩემპიონატებსა და ფესტივალებზე მათ ხელშეწყობას.

 


„ „თიბისი”-სა და ქუთაისის ტორპედო”-ს ეს საერთო პარტნიორობა, თიბისი”-სთვის აერთიანებს ორ სტრატრგიულ მიმართულებას: რეგიონულ განვითარებას და სპორტს. ძალიან დიდი ისტორიის მქონე კლუბი და ქუთაისელების საყვარელი გუნდია. მიგვაჩნია, რომ ჩვენი თანამშრომლობით არა მარტო გუნდს ვეხმარებით, არამედ ქალაქის განვითარებაშიც შეგვაქვს წვლილი, რადგან ხელს ვუწყობთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. გვიხარია, რომ დღეს ამ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი და გვჯერა, ჩვენი საერთო პარტნიორობით ქუთაისის  ტორპედო წარმატებას მომავალშიც მიაღწევს, - აცხადებს საშუალო და მსხვილი კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დარჩიაშვილი.

 

ქუთაისის ტორპედო”-მ ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო და კლუბში კმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ  ეს გამარჯვება წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისი გახდა.

 

თიბისი”-სთან სასპონსორო ხელშეკრულების გაფორმების გამო, ძალიან მოხარული ვართ. მისასალმებელია, რომ ბიზნესსექტორი სპორტს და ქართულ ფეხბურთს მეტ ყურადღებას აქცევს. ვფიქრობ, ფეხბურთისთვის და ეროვნული ლიგის კლუბებისთვის არსებითად მნიშველოვანი პრეცენდენტია და მიმდინარე სეზონში ქუთაისის ტორპედო“-ს და თიბისი“-ს წარმატებას ვუსურვებ, - აღნიშნავს საფეხბურთო კლუბ ტორპედოს გენერალური დირექტორი დავით დოლაბერიძე.


თიბისი ქუთაისის საფეხბურთო გუნდთან ერთად გეგმავს, რომ საერთო პროექტების მეშვეობით, რაც შეიძლება მეტი დაინტერესება გამოიწვიოს და ხელი შეუწყოს რეგიონების და კონკრეტულად, იმერეთის მხარის განვითარებას.

 

 

მარიამ ირემაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 166
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია