დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„იმერეთის აგროზონის“ სასათბურე კლასტერის პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/08/27 13:33:40

 

 

კომპანია „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის პირველი ფაზა დასრულდა. ქართულ-ნიდერლანდურმა კონსორციუმმა „გეოჰოლდინგ& KSH კლასტერის კონცეფცია და სამუშაო გეგმა მმართველი საბჭოს წევრებს წარუდგინა.ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ესწრებოდნენ.


„იმერეთის აგროზონის რამდენიმეწლიანი პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება. მისი მიზიანია, სასათბურე მეურნეობებში წარმოებულმა პროდუქციამ ჩაანაცვლოს იმპორტირებული ბოსტნეული და  სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი,  ასევე მოხდეს ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე გატანა.შედეგად,  რეგიონში ჩამოყალიბდება 220 ჰამიწისფართობზე გაშენებული სანიმუშოაგროწარმოების ზონა, რომლის წარმტების შემთხვევაში, მსგავსი მეურნეობები სხვა რეგიონებშიც შეიქმნება“, -აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


იმერეთის მხარის რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, პროექტის განხორციელება შესაძლებლობას მისცემს იმერეთის რეგიონის  მეწარმეებსა და ფერმერებს გაიზიარონ ევროპულიცოდნა და გამოცდილება და აწარმოონმაღალი ხარისხისსაექსპორტო პროდუქცია. პროექტის ფარგლებში, დასაქმდება 900-ზე მეტი ადამიანი, რასაცმნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი ექნება იმერეთის რეგიონისთვის.


„იმერეთის აგროზონის“ სასათბურე კლასტერშიდაგეგმილია სატრენინგო-სადემონსტრაციო ცენტრის ჩამოყალიბება, სადაც დაინტერესებულიპირებიშეძლებენ შეისწავლონ   თანამედროვე სასათბურე ტექნოლოგიები და დასაქმდნენ სასათბურე მეურნეობებში. კლასტერის ტერიტორიაზე შეიქმნება ლოგისტიკური ცენტრიც, რომელიც უზრუნველყოფს  წარმოებული პროდუქციის სხვადასხვა ბაზარზე წვდომას.


სასათბურე კლასტერის განვითარებისპროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.


ქართულ-ნიდერლანდურკონსორციუმი გასულწელს,„იმერეთის აგროზონის“ სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტზე გამოცხადებულისაერთაშორისოკონკურსის საფუძველზეშეირჩა.


სასათბურე მეურნეობების კლასტერის კონცეფციის და სამუშაო გეგმის პრეზენტაციას    „იმერეთის აგროზონის“ მმართველი საბჭოს წევრებთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და იმერეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 577
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია