დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ „ქართული ღვინის კონკურსში“ გამარჯვებულები გამოავლინა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/10/27 13:39:22

"თბილისობა 2014"-ის ფარგლებში, პირველად საქართველოში, ღვინის ერონული სააგენტოსა და სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით  ჩატარდა „ქართული ღვინის კონკურსი“, სადაც საქართველოში საცალო ვაჭრობაში წარმოდგენილი ყველა სახის ღვინო მონაწილეობდა.

 

კონკურსის პირველი ტური 22 ოქტომბერს გაიმართა, სადაც პროფესიულმა ჟიურიმ, - ენოლოგებისა (მ.შ. სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის წევრების) და სომელიეების შემადგენლობით,   300-ზე მეტი ღვინოდან 61 საუკეთესო ამოარჩია. ხოლო 24 ოქტომბერს, კონკურსის მეორე ტურში, პროფესიულ ჟიურისთან ერთად, მედია ჟიურიც არჩევდა საუკეთესო ღვინოებს და მედიარჩეული ღვინოებიც გამოავლინა.

 

26 ოქტომბერს, რესტორან ქალაქურში კონკურსის შედეგები საზეიმოდ გამოცხადდა. გამარჯვებული კომპანიები სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ, ღვინის ეროვნული სააგენტოს ტავმჯდომარემ, ლევან დავიტაშვილმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა დააჯილდოვეს.

 

დაჯილდოვების საზეიმო ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ  მაია ბარათაშვილი, თამთა ცხვიტავა და ჯაზბენდი “big band”.

 

იმავე დღეს, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ დაფუძნდა „ღვინის ორდენი“ რომელიც, წელს პირველად, ბოლო დროს ღვინის სფეროში განხორიელებული განსაკუთრებული საქმიანობისთვის 3 პიროვნებას - ნუგზარ ქსოვრელს,  ბონდო კალანდაძეს და მეუფე დავით  ალავერდელს გადაეცა.

 

 

,,ქართული ღვინის კონკურსის“ გამარჯვებული კომპანიების ჩამონათვალი  ასეთია

 

პროფესიონალური ჟიურის არჩევანი:


I კატეგორია- საუკეთესო წინანდალი

1. კორპორაცია ქინძმარაული

2. GWS-ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია

II კატეგორია- საუკეთესო კახური თეთრი ღვინო

1. თელიანი ველი, გლეხური/რქაწითელი

III კატეგორია- საუკეთესო საფერავი

1. კომპანია „კახური“

2 კომპანია „თბილღვინო“

IV კატეგორია- საუკეთესო პრემიალური საფერავი

1. ბადაგონი

2. თელავის ღვინის მარანი/ სატრაპეზო

3. კომპანია „თელედა“

4. მილდიანი

V კატეგორია- საუკეთესო მუკუზანი

1. კომპანია „შუმი“

2. თელიანი ველი

VI კატეგორია- საუკეთესო ქინძმარაული

1. თელავის ღვინის მარანი

2. ვაინმენი

VII კატეგორია- საუკეთესო ხვანჭკარა

1. ბადაგონი

2. შუხმან ვაინს ჯორჯია

VIII კატეგორია- საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო

1. ვინივერია- „ქისი“

2. კორპორაცია ქინძმარაული- „მწვანე“

VIII –N კატეგორია -  საუკეთესო თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო

1. შალვინო- „კარდენახი“

2. ძმები ასკანელები - „ტვიში“

IX კატეგორია- საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო

1. კორპორაცია ქინძმარაული- „ყვარელი“

2.  თბილღვინო- „ნაფარეული“

IX-Pკატეგორია -  საუკეთესო წითელი პრემიალური მშრალი ღვინო

1. შატო მუხრანი- „შავკაპიტო“

IX -N კატეგორია - საუკეთესო წითელი ნახევრადტკბილი ღვინო

1. თელავის ღვინის მარანი - „ახაშენი“

X კატეგორია - საუკეთესო ვარდისფერი ღვინო

1. კახური ტრადიციული მეღვინეობა- საფერავი როზე

2. მეღვინეობა „ხარება“ საფერავი როზე

XI კატეგორია- საუკეთესო ბუნებრივი წითელი მშრალი ღვინო

1. ლუკასი- საფერავი

2. პეტრიაანთ მარანი- საფერავი

XII კატეგორია- საუკეთესო უსახელოური

1. მეღვინეობა ხარება

XIII კატეგორია- საუკეთესო ბუნებრივი თეთრი მშრალი

  1. იაკობ ჭიღლაძე/ საქ. ტრადიციული მეღვინეობის გაერთიანება/ ჩინებული

 

მედიის რეული ღვინოების სია კი ასეთია:

I კატეგორია- საუკეთესო წინანდალი

  • კორპორაცია „ქინძმარაული“

II კატეგორია - საუკეთესო კახური თეთრი ღვინო

  • შუხმან ვაინს ჯორჯია

III კატეგორია- საუკეთესო საფერავი

  • კომპანია „კახური“;
  • ქინძმარაულის მარანი;

 IV კატეგორია- საუკეთესო პრემიალური საფერავი

  • თელავის ღვინის მარანი – „კონდოლი“;

V კატეგორია- საუკეთესო მუკუზანი

  • თელიანი ველი;
  • კომპანია „შუმი“;

VII კატეგორია- საუკეთესო ხვანჭკარა

  • შუხმან ვაინს ჯორჯია

VIII კატეგორია- საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო

  • კორპორაცია ქინძმარაული „მწვანე“

VIII –N კატეგორია -  საუკეთესო თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო

  • ასკანელი ძმები – „ტვიში“;

IX კატეგორია- საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო

  • კორპორაცია ქინძმარაული – „ყვარელი“

IX -N კატეგორია - საუკეთესო წითელი ნახევრადტკბილი ღვინო

  • შალვინო – “შავი თვალები“

X კატეგორია - საუკეთესო ვარდისფერი ღვინო

  • შატო მუხრანი „თავკვერი“

XI კატეგორია- საუკეთესო ფუნებრივი წითელი მშრალი ღვინო

  • კახა ვახტანგაძის ალექსანდროული /ტრადიციული მეღვინეობის გაერთიანება/;
  • პეტრიაანთ მარანი – „საფერავი“

XIII კატეგორია- საუკეთესო ბუნებრივი თეთრი მშრალი ღვინო

  • გიორგი ნემსიწვერიძე – „ტვიშის ცოლიკოური“/ტრადიციული მეღვინეობის გაერთიანება/.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4460
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია