დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქეთი ბერძენიშვილის დედა ითხოვს, რომ მისი შვილის გარდაცვალების მიზეზი ჯანდაცვის რეგულირების სააგენტომ შეისწავლოს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2023/12/25 12:22:41

 

ერთი თვის წინ გარდაცვლილი ჟურნალისტის ქეთი ბერძენიშვილის დედამ, მაგული ჩხობაძემ, ადვოკატებთან ერთად ბრიფინგი გამართა.


ის  ბოკერიას საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ აყენებს და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს.


მაგული ჩხობაძე და მისი უფლებადამცველები მოითხოვენ, ჯანდაცვის რეგულირების სააგენტომ ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალების მიზეზი შეისწავლოს რამდენად უზრუნველყო კლინიკამ ოპერაციის სწორად ჩატარება და პოსტოპერაციული პროცესი, ასევე, რამდენად სწორად მიეწოდა თურქულ კლინიკას პაციენტის დიაგნოზი.


მაგული ჩხობაძის ვარაუდით, მისი შვილი არასწორად ჩატარებული ოპერაციისა და ჰოსპიტალური ინფექციისა და არასწორი პოსტოპერაციული მკურნალობის გამო დაიღუპა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 370
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია