საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ქვეყნებს შორის საქართველო 125-ე ადგილზეა
2017/09/06 11:33:35

ბედნიერ ქვეყნებს შორის საქართველო 125-ე ადგილზე მოხვდა, შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო არათუ ბედნიერ არამედ უბედურ ქვეყანათა კატეგორიას მიეკუთვნება.


მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში (The World Happiness Report), რომელსაც უცხოური მედია აქვეყნებს, სულ 155 ქვეყანა შედის.

 

ბედნიერ ქვეყნებში პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს. მას დანია მოსდევს, პირველი სამეულის ბოლო პოზიციაზე კი ისლანდიაა.

 

ჩვენი მეზობელი აზერბიჯანი რეიტინგში 85-ე პოზიციაზეა, გვისწრებს სომხეთი და ის 121-ე პოზიციაზეა, უკრაინა – 132-ე, ყაზახეთი – 60-ე. რუსეთი რეიტინგში 49-ე პოზიციაზეა.

 

აშშ 14-ე ადგილზე მოხვდა და ბრიტანეთს ერთი საფეხურით უსწრებს, 34-ე პოზიციაზე საუდის არაბეთი, თურქეთი – 69-ე, ჩინეთი – 79-ე.

რეიტინგის ბოლო სამი ადგილი უკავია ტანზანიას (153), ბურუნდსა (154) და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (155).

 

ინდექსი უკვე მეხუთედ 2012 წლიდან ქვეყნდება. რეიტინგსი შედგენისას გათვალისიწნებულია ისეთი კრიტერიუმები როგორიცაა მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური მხარდაჭერა, სიცოცხლის ხანგრძლივობა, თავისუფალი არჩევანის ხარისხი, კორუფციის მაჩვენებელი და სხვა.

 

წყარო: bpn.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2452
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია