საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ტრიბუნა
არარსებული ქართული პოლიტიკის ხანგრძლივი კრიზისი
2014/11/10 12:46:35

თუ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ საქართველოში მნიშვნელოვნად ახალი არაფერი მომხდარა, ისეთი რამ, რაც ბოლო, ათეული წლების განმავლობაში არ გვინახავს. ახლანდელი მოვლენაც აბსოლტურად ინდენტურია წინა პოლიტიკური მოვლენებისა. სამწუხაროდ, ეს ფაქტი მარტო სახელისუფლებო პრობლემა კი არა, არამედ, უპირველესად, დიდი ეროვნული პრობლემა გახლავთ. გადავავლოთ თვალი არც თუ ისე შორეულ ისტორიას და გავიხსენოთ, რომ 1991 წელს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ზვიად გამსახურდია აირჩია პრეზიდენტად, მაგრამ სულ რამდენიმე თვეში დაიწყო განხეთქილება "მრგვალ მაგიდაში", შემდეგ მოსახლეობამ სრულად ხმა მისცა ედუარდ შევარდნაძეს და ახლა უკვე იგივე პროცესი "მოქალაქეთა კავშირში" განვითარდა. მოგვიანებით, "ვარდების რევოლუციით" მიხეილ სააკაშვილს დიდი ერთსულოვნებით ირჩევს იგივე მოსახლეობა და ისევ დაპირისპირება და განხეთქილება "ნაციონალურ მოძრაობასა" და რესპუბლიკელებს შორის ხდება, ახლა კი, თავად „ქართულ ოცნებაშიც“ დაიწყო ეს პოლიტიკური უთანხმოება. ასე რომ, რაც ახლა მოხდა ქართულ პოლიტიკაში ( თუ შეიძლება მას „ქართული ვუწოდოთ) სამწუხაროდ, ჩვეული პოლიტიკური მახასიათებელია საქართველოს რეალობისთვის.

ყველაფერ ამის თავი და თავი კი მაინც ის გახლავთ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არ მოიაზრება არცერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ქართული ფულით ფინანსდება, ამიტომ, შესაბამისად, ვერცერთი პარტია შეძლებს, საქართელოს ხელისუფლებაში მოსვლას, მის უკან არსებული პროტეჟეს (დამფინანსებლის) გარეშე, ამიტომ, შესაბამისად, ქართული პოლიტიკა მთლიანად ინტერნაციონალურ-ინტერვენციულია. პრობლემის გასარკვევად, იმ მიზეზების გაანალიზება უნდა მოვახდინოთ, რაც მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში მოაზრება. ალბათ, ახალს არაფერს ვიტყვი, თუ გავიმეორებ, რომ უკვე დიდი ხანიაცივი ომიზესახელმწიფოებს შორის გრძელდება და ჩვენ ამ დაპირისპირებას ვეწირებით. ამჟამად, დაუკვირვებელი თვალიც კარგად შეამჩნევს, რომ საქართველოს მიმართ მკაფიოდ გამოიკვეთა უკვე სამი დიდი სახელმწიფოს პოლიტიკური ინტერესები: ამერიკის შეერთებული შტატების, თავისთავად რუსეთისა და უკვე ჩვენთვის არანაკლებ საშიში მეზობლის -ისლამური თურქეთისაც. რასაკვირველია, მათი პოლიტიკური ზრახვები ნათელია: ამერიკისა და დასავლეთ ევროპისათვის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა უსაფრთხოებისა და პოლიტიკური მდგრადობის შენარჩუნების გარანტია (გარდა ამისა, გლობალისტებმაც თავისი იდეების გახორციელება აღმოსავლეთში, საქართველოდან დაიწყეს), შუა აზიის ბუნებრივი რესურსები და ამიერკავკასიის ენერგომატარებლები მათთვისაც და შესაბამისად, თურქეთისთვისაც, სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი გახლავთ. ამიტომ, რასაკვირველია, ამერიკა, დასავლეთ ევროპაც და თურქეთიც შეეცდებიან, დიდი პოლიტიკური მოთამაშერუსეთი გაიყვანონ ამიერკავკასიიდან, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება ევროპა ენერგეტიკულად დამოუკიდებელი, ხოლო, რაც შეეხება თურქეთს, მან დიდი ხანია დაიპყრო ქართული ბაზარი და ახლა თავისი ახალი ინტერესები გააჩნია, მას პოლიტიკური რუქის შეცვლა სურს და და როგორც ირკვევა, ამ საქმის უკან,საქართველოში მოქმედი თურქული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „IHH“ დგას, სხვა იდეოლოგიურ საშუალებებთან ერთად, რომლიც უხვად ფინანსდება თურქეთის მხრიდან და მისი მიზანი ამ ეტაპზე, აჭარის ისლამურ რესპუბლიკად გადაქცევა გახლავთ. თუმცა, არც თურქეთ-რუსეთის ერთობლივი მოქმედების გამორიცხვა იქნებოდა მართებული, რომელიც შესაძლოა, საქართველოს მათ შორის გეოგრაფიულ დანაწილებას ისახავდეს მიზნად (!!!). ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: დღევანდელი პოლიტიკური განხეთქილება, რომელი ძალის წისქვილზე ასხამს წყალს? თუ გადავხედავთ თავდაცვის ექს-მინსიტრის ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ წარსულს, იმ გუნდს, ვინც მის გვერდით დადგა, ძნელად მისახვედრი არ უნდა იყოს ის ამბავი, რომ ისინი დასავლეთის დაკვეთას ასრულებენ, სავარაუდოდ, მათ შეურთდებიან ნაციონალები (ამ უკანასკნელთა ბოლო დროს ასე ძალიან გააქტიურება და 15 ნოემბერს დაგეგმილი აქციაც ამ პოლიტიკური საჭადრაკო სვლის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი მგონია) და რესპუბლიკელები. მათ უკან მდგარი, გარე ძალებისგან უხვად დაფინანსებულნი, ისინი ერთად იბრძოლებენ, რომ 2016 წლის არჩევნებში, ახალი უმრავლესობა ამ შემადგენლობით მოიყვანონ ხელისუფლებაში. როგორც ჩანს, ალასანიას დასავლეთი პრემიერ-მინისტრად დანიშნას, ან სულაც გაპრეზიდენტებას უპირებს. ამ უკანასკნელზე ყურადღება, სავარაუდოდ, ალბათ, იმიტომ შეჩრდა, რომ სააკაშვილის დაბრუნებამ, შესაძლოა, ქვეყანაში ეროვნული ჯანყიც კი გამოიწვიოს, რაც, რასაკვირველია, ყირაზე დააყენებს ინტერნაციონალური პოლიტიკური მმართველობის სქემას. ასე რომ, ის, რაც ახლა ხდება, ქართულ სახელმწიფოებრივი ინტერესების პოლიტიკურ წისქვილზე ნადვილად არ ასხამს წყალს.

ბუნებრივია, მიუხედავად არსებული მძიმე პოლიტიკური სიტუაციისა, უნდა არსებობდეს გამოსავალი ამ მდგომარეობიდან და აუცილებლად უნდა მოვახეროთ უკვე გაყიდულ-დანაწილებული, სულიერად დეგრადირებული ქვეყნის გადარჩენა. ამისათვის კი, უპირველეს ყოვლისა, საქართველომ ინტრნაციონალური პოლიტიკის ჩანაცვლება უნდა მოახდინოს ქართული  – ეროვნული პოლიტიკით. ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა, ბევრ უბედურებასთან ერთად, იმის საშუალებებსაც გვაძლევს, რომ ამ დიდ სახელმწიფოებთანაც კი ჭკვიანური, გათვლილი გარიგებებით გარკვეული სარგებელი მივიღოთ იგივე ტერიტორიული მთლიანობის ადღგენა და ახალი ტერიტორიების დაკარგვის უსაფრთხოების გარანტიები. ყველაფერ ამას კი, ხელს უშლის ქართველი ხალხის ფიზიკური და პოლიტიკური მისწრაფებების დაქსაქსულობა. ამიტომ, ქვეყანა ყოველთვის იხლიჩებოდა და იხლიჩება ანტიეროვნული აზროვნებით. ხელისუფლებაში გარედან მოყვანილი ადამიანები, რომლებიც თავის დროზე შეგნებულად თუ შეუგნებლად გაიყიდნენ და ახალა ვალდებულნი არიან, შეასრულონ მათ უკან მდგომი ძალების ანტიეროვნული დავალებები, ისინი, ვინც ახლ ჯიუტად უთხრი ძირს ქართულ სახელმწიფოებრივ ერთიანობას, სასტიკად უნდა დაისაჯონ, რომ შემდგომ ვეღარავინ გაბედოს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ღალატი...

და ბოლოს, საქართველომ, ქართველმა და ყველა აქ მცხოვრებმა ხალხმა, თვითოეულმა ჩვენთაგანმა, უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა საკუთარი ქვეყანა, მომავალი, სადაც ჩვენ და შვენი შვილები ბედნიერად ვიცხოვრებთ. ამისთვის კი აუცილებლად, სახელმწიფოებრივი აზროვნება უნდა ვისწავლოთ, რომ ამ დაუნდობელ სამყაროში გადავრჩეთ და ჩვენი 4 000 წლიანი არსებობის ისტორია გავაგრძელოთ.

 

 

ლია გვენეტაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2136
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია