დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მერიის თანამშრომლებო, ხელფასს დროზე იღებთ? მუშები – არა!
2012/05/24 16:01:47

შარშან აღმაშენებლის გამზირზე, პალმების ხეივანში, შპს „ელბას“ მუშები რამდენიმე თვე იყვნენ დასაქმებული, შესრულებული სამუშაოსათვის კი მათ ხელფასი დღემდე არ მიუღიათ. სწორედ ამას აპროტესტებდნენ ლაიბორისტები დღეს ქუთაისის მერიის წინ.

 

 

როგორც მუშები აცხადებენ, რამდენიმე თვე, დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და მათმა ფირმამ, შპს „ელბამ“ ხელფასი იმ მიზეზით არ გადაუხადა, რომ თანხა მერიას არ ჩაურიცხავს. ამას ისიც მოჰყვა, რომ შპს „ელბას“ დამფუძნებლები, სამუშაოების არასათანადოდ შესრულების გამო, დააპატიმრეს.

„რამდენიმე თვე ვმუშაობდით აღმაშენებლის გამზირზე. პირადად მე 2 000 ლარი მეკუთვნის, თუმცა ამ თანხას არავინ მაძლევს. რომელ ფირმაშიც ვმუშაობდი, იმ ფირმის ხელმძღვანელობა დააპატიმრეს, მერიაში მოვდიოდით და პასუხს არავინ გვცემდა,“ - აცხადებს გიორგი გურჩიანი.

ლეიბორისტული პარტიის წევრი ბადრი ფორჩხიძე განცხადებით, თუ მერია მუშებს თანხას არ გადაუხდის, ისინი პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.

„ეს ადამიანები სიცხესა და ქარში მუშაობდნენ იმისათვის, რომ ოჯახში  თანხა შეეტანათ, ამ ხელისუფლებამ კი ოთხთვიანი მუშაობის შემდეგ მოატყუა და ერთი თეთრიც არ გადაუხადა. ჩვენმა ხელისუფლებამ ხალხს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ მატყუარაა,“ - აღნიშნავს ლეიბორისტი ბადრი ფორჩხიძე.

საქმის უკეთ შესასწავლად ადგილობრივ თვითმმართველობას მივმართეთ, თუმცა მერიაში არცერთმა პასუხისმგებელმა პირმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

 

ირაკლი ვაჩიბერაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1897
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია