დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„სრულიადაც შესაძლებელია პარლამენტი უძველეს კოლხას სამეფოს მთავარ ქალაქში – ქუთაისში დარჩეს...
2013/01/29 11:56:24

ცოტა ხნის წინ ესპანეთში მოღვაწე ქართველმა შემოქმედმა ღია წერილი გამოგვიგზავნა, რომლითაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, საქართველოს პრემიერ მინისტრსა და პარლამენტს მიმართავს. კინორეჟისორი გენო ცაავას აქვს იდეა, რომ თბილისში, ყოფილ პარლამენტის შენობაში განთავსდესქართული ლუვრი“. წერილში ავტორი პარლამენტის ქუთაისში დატოვების შემთხავევაში მოსალოდნელ დადებით შედეგებზეც საუბრობს. ჩვენი თანამემამულის წერილს უცვლელად გთავაზობთ.

 

ღია წერილი სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდეს და  უნეტარეს ილია II–ეს,

პრემიერ მინისტრსბატონ ბიძინა ივანიშვილს,

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას.

 

უპირველეს ყოვლისა ვფიქრობ და მიმაჩნია რომ დღეს დათრგუნულ  ეროვნულ ენერგიას  „ქართულმა ოცნებამ“  თავისუფლების  გვირგვინი დაადგა!!! 

გვირგვინი, რომელმაც  ქართველ  ერს ისტორიის ასპარეზი უნდა გაუკაფოს!!!...

ქართულ  ცნობირებას  გაუთენდა  და  აღესრულა,უძლეველობისა და ზეციური მფარველობის  სინონიმი – ძლევაი საკვირველი!!!

ქართველ ერთან ერთად ამ ბრწყინვალე გამარჯვებას გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ...

 

კულტურული და სამუზეუმო ცენტრი  

(პირობითი  სახელწოდებით)

ქართული  ლუვრი

თანამემამულენო!

საქართველოზე ფიქრითა და ზრუნვით მცხოვრებო ქართველებო, მინდა გაცნობოთ და  გაგიზიაროთ მოსაზრება  იმის შესახებ რომ საქართველოში დღეს  რეალურად არსებობს დიდი შანსი თბილისში ყოფილი პარლამენტის შენობაში კულტურული და სამუზეუმო ცენტრი – პირობითი სახელწოდებით „ქართული ლუვრი დაფუძნდეს.  

ეს იდეა განაპირობა მისი უწმინდესობის ნათქვამმა, რომელსაც განცხადებული  ჰქონდა რომ  თბილისში უნდა შეიქმნას კულტურული ცენტრი.

ქართული ლუვრი“-  შექმნის  იდეის  თაობაზე 2005 წლიდან ვფიქრობ და ამ საკითხზე  პირველი პატრიარქთან მქონდა საუბარი. მისიწმინდესობა ამ იდეით აღფრთოვანებული დარჩა და 1992 წელს პარლამენტის გადატანა არ გადატანასთან დაკავშირებით თავისივე ინიციატივის ძალზედ საინტერესო ისტორიაც მიამბო, რომელიც კონფიდენციალურია და ყოველივე ამაზე აუცილებლად მიმაჩნია მის უწმინდესობას, პრემირ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე თავად დაესაუბროთ...

ამ იდეაზე ეროვნული მუზეუმის დირექტორთან დავით ლორთქიფანიძესთანაც მქონდა საუბარი, რომელმაც თქვა, რომ მუზეუმის საცავებში სამ მილიონზე მეტი ექსპონატია, რომელსაც დღის შუქი არ უნახიაო და ზურაბ ჟვანია ცოცხალი რომ იყოს, ამ უმნიშვნელოვანეს იდეას პირველ რიგში განახორციელებდაო.

ამ მოსაზრებაზე ეპისკოპოსებთან: მიტროპოლიტ დავით ალავერდელთან და მიტროპოლიტ პეტრე ჭყონდიდელთან, პარლამენტარებთან კახა კუკავასთან და უამრავ ადამიანთან მქონდა ნასაუბრები. მე და ბატონ რეზო ჩხეიძეს ამ საქმის მოგვარების კონკრეტული და საინტერესო გეგმებიც გაგვაჩნდა...

მოკლედ, ეს იდეა ვინც კი გაიგო, ყველა აღფრთოვანებული იყო!!!...

ამ პროექტზე ასევე კულტურის ყოფილ მინისტრთან ნიკა რურუასთანაც ოფიციალურად მქონდა საუბარი. ვუხსნიდი იდეის კონცეფციას და ასევე განვუმარტავდი, რომ 150 პარლამენტარს ამხელა უზარმაზარი შენობა რად უნდა-მეთქი. ყოფილ მინისტრს „ქართული ლუვრი“-ს შექმნის თაობაზე სრული მოსაზრება მივაწოდე და ავუხსენი, რომ სასურველი იქნებოდა პარლამენტის  შენობა მშენებარე პრეზიდენტის სასახლეში გადასულიყო. ან საქართველოს მთავრობის შენობაში ან ბორჯომში, ან რომელიმე  რეგიონში, ხოლო პარლამენტის შენობაში „ქართული ლუვრი“ დაარსებულიყო. ნიკა რურუას პარლამენტის შენობის „ქართულ ლუვრად“ გარდაქმნასთან დაკავშირებით კონკრეტული – ქვემოთ მოყვანილი მოსაზრებები მქონდა შეთავაზებული:

1. „ქართული  ლუვრი“-ს  მოსაწყობად უნდა გაეყიდათ ხელოვნების მუზეუმი, რომელიც თბილისში პუშკინის ძეგლის წინ მდებარეობს. ეგ შენობა არქიტექტორული და ისტორიული თვალსაზრისით არანაირ ფასეულობას არ  წარმოადგენს. თბილისის ცენტრში ეს არის რუსული კაზარმული ტიპის აბსოლიტურად უინტერესო შენობა, რომელიც უნდა გაყიდულიყო და თანხა             „ქართული  ლუვრი“-ს კეთილ მოწყობას  უნდა მოხმარებოდა, ხოლო ხელოვნების მუზეუმი დანგრეულიყო და მის ადგილას ახალი თანამედროვე არქიტექტურის ნიმუში შექმნილიყო, ხოლო იქ არსებული ექსპონატები ქართულლუვრში გადაბინავებულიყო...

2. „ქართული  ლუვრი“-ს შესაძლებლობები:

– „ქართულ ლუვრში“ შეიქმნება ქართული და უცხოური კოლექციის მრავალფეროვანი უზარმაზარი  მუდმივი საგამოფენო ექსპოზიცია, ასევე თანამედროვე ხელოვნების ცენტრი. მოეწყობა მხატვართა მსოფლიო „ბიენალე“,ისეთივე როგორიც იტალიაში ეწყობა, მაგრამ ქართულ ლუვრში“ ბიენალისთვის ბევრად უფრო მეტი,საინტერესო და გრანდიოზული სივრცე შეიქმნება – ვიდრე იტალიაშია!!!...

ქართული  ლუვრი კინო და სათეატრო საფესტივალო სივრცე გახდება.

– ერთდროულად  უამრავი სხვა და სხვა საპრეზენტაციო საღამოები  მოეწყობა.

– განთავსთდება სამ მილიონზე მეტი ექსპონატი რომელიც ქართულ სამუზეუმო საცავებში  არსებობს  და  რომელსაც დღის შუქი არ უნახია.

– შეიქმნება როგორც საერო, ასევე სასულიერო ცნობილი  ქართველი ადამიანების  ცვილის  ქანდაკებების ამრავი ახეები, სეთი როგორიც მადამ ტიუსოს მუზეუმშია, მაგრამ ქართულ ლუვრშიმხოლოდ წმინდა ეროვნული სახეებისგან შექმნილი ცვილის ქანდაკებები შეიქმნება, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით ანალოგი არ ექნება.

– ქართულ  ლუვრშიგანხორციელდება ყველა ის სამუზეუმო მენეჯმენტი, რომელიც სამუზეუმო მარკეტინგის თვალსაზრისით სერიოზულად დიდ ეკონომიკურ ბერკეტს წარმოადგენს...

– თბილისის ცენტრში შეიქმნება, „ცისფერი გალერიის“, სახელმწიფო მუზემის, გუდიაშვილის სახლ-მუზეუმისა და „ქართული ლუვრი“- ერთი მთლიანი კულტურული და ისტორიული სამუზეუმო ანსამბლი, რომელსაც ასევე მიემატება რუსთაველის კინოთეატრის გვერდზე – ყოფილი მხატვრის სახლის ტერიტორიზე მშენებარე თანამედროვე არქიტექტურული ნაგებობა...

–თბილისში ერთი მთლიანი და უზარმაზარი კულტურული ცენტრის შექმნის შემთხვევაში, განხორციელდება რუსთაველის გამზირის საინტერესო კონცეფციის განვითარების უმნიშვნელოვანესი პერსპექტივა, რომელიც უამრავ  მრავალფეროვან კომპონენტს თავს მოუყრის, დედაქალაქს სრულიად ახალ ფუნქციას მიანიჭებს და საოცრად მიმზიდველ  სახეს  შეუქმნის...

ნიკა რურუა ამ იდეით  აღფრთოვანებული იყო. ისე მოეწონა  რომ თავისი  ინტერესი  ვერ დამალა  და  წამოსცდა – „მანდ მაგარი სასტუმრო შეიძლება რომ  გაკეთდესო“, მაგრამ მის გამონათქვამზე ჩემი შეძრწუნებული და აღშფოთებული სახე რომ დაინახა, თქვა, რომ იხუმრა და „ქართული ლუვრი“- შექმნის იდეა ფანტასტიკურია და ის აუცილებლად  უნდა  განხორციელდესო!!! რურუასთან ამ საუბრის შემდეგ მასმედიებში ინტენსიურად – ფორსირებულ  რეჟიმში  პარლამენტის  გადატანაზე  დაიწყეს  საუბარი  და ეს  უკვე რეალურად  განახორციელეს!!!...

მკითხველს კარგად ემახსოვრება პარლამენტარის ბობოხიძის „ღრმად საფუძვლიანი“ განცხადება - ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტმა აიტაცა და ისეთი არგუმენტების ბუღი დააყენა უკეთესს რომ ვერავინ ინატრებდა. არადა ბობოხიძის ინიციატივა, სააკაშვილის ინიციატივა იყო - გაჟღერებული ბობოხიძის მიერ.

ყოფილი  პარლამენტის შენობის ვითომდა ინვესტორზე გაყიდვაც, ბლეფი იყო და  ეს უშუალოდ რურუასი და სააკაშვილის ყოფილი პარლამენტის შენობის დასაკუთრების ცხოველურ ინტერესს წარმოადგენდა. ამ ინტერესმა შეგნებულად პარლამენტის ქუთაისში გადატანა განახორციელა და ყოველივე ეს ჩემმა პროექტმა განაპირობა...

ბატონო  ბიძინა,

თქვენ განაცხადეთ, რომ  სურვილი გქონდათ, თბილისში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი დაგეარსებინათ. დღეს კი, ქართული ლუვრი“- შექმნით თქვენი სურვილის განხორციელების სერიუზული და რეალური შესაძლებლობა არსებობს!!!...

დღეს ნამდვილად ის დროა, რომ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოებრივი აზროვნებით და საზოგადოების  აქტიური ჩართვით დედაქალაქის ცენტრში ისტორიული იდეა – კულტურული ცენტრი „ქართული ლუვრი საფუძნდეს და უწმინდესისა და უნეტარესის თქმით, უფლის ნაკარნახევი იდეა – თავისი ბრწყინვალებით განხორციელდეს... 

მომავალი მუზეუმის მთლიან კომლექსში, საქართველოს ისტორიული სამართლიანობის აღდგენისთვის მოიაზრება: 1.  ყოფილი პარლამენტის მიწაზე, მომავალ სამუზეუმო კომლექსში – 1865-1866 წლებში აგებული ალქსანდრე ნეველის სახელობის ტაძრისა და ამავე ტაძრის ეზოში 1921 წელს კოჯორთან დაღუპული ქართველი იუნკრების სამარხის  არსებობა, საგანგებოდ ძალზე  საინტერესოდ განსახიერდება...  

2.  თბილისის ახალგაზრდობის სასახლე თავისი მშვენიერებით,   სასურველია, განთავსთდეს მომავალ სამუზეუმო კომლექსის ერთ–ერთ  ფლიგელში, ხოლო ვრცელი ბაღით XIX  საუკუნის თბილისის გამორჩეული მეფისნაცვლის შენობაში, (ყოფილი პიონერთა  სასახლე) მომავალში  დამკვიდრდეს – სამეფო რეზიდენცია...

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერთ წელიწადში საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა გახდება, ხოლო უახლოეს დროში კონსტიტუციურ მონარქიად ჩამოყალიბდება და საქართველო – აქართველოს სამეფო გახდება...

პატრიარქი აცხადებს:

 საქართველოში ოდესღაც იყო მეფე, კულტურა და ეკლესია, დღეს საერო, სამოქალაქო კონსოლიდაციის თვალსაზრისით დარჩ მხოლოდ ერთი ეკლესია, ამ პოლიტიკას თანმიმდევრულად ახორციელებს საპატრიარქო და აქედან გამომდინარე, გამოდის კიდეც კონსტიტუციური მონარქიისა და საქართველოში  სამეფო ტახტის აღდგენის შექმნის იდეით .

ვფიქრობ და მიმაჩნია, თანამედროვე საქართველოს ისტორიის – ქრონოლოგიურად წარმატებულად განვითარდებისთვის საპარლამენტო ცხოვრება თბილისში რუსთაველზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს და ყოფილ პარლამენტის შენობაში ქართული ლუვრი დაფუძნდეს, ხოლო პარლამენტი, მიუხედავად  დეპუტატების მიერ უსაფუძვლო არგუმენტებისა და კომუნალური  პრობლემების სირთულეებზე  აპელირებისა, სრულიადაც შესაძლებელია პარლამენტი უძველეს კოლხას სამეფოს მთავარ ქალაქში ქუთაისში დარჩეს და საკმაოდ მასშტაბური პროექტები განხორციელდეს, შეიქმნას სადეპუტატო ლამაზი სოფელი, საერთაშორისო ორგანიზაციები, სხვადასხვა დიპლომატიური სტრუქტურების ოფისები, რომელიც ქუთაისს განვითარების უზარმაზარ პერსპექტივას შეუქმნის და სახელმწიფოს უკვდავების სიმბოლოს, ერთიანი საქართველოს წმინდა მონარქის –  დავით აღმაშენებლის უძველეს სატახტო ქალაქში, საკანონმდებლო ორგანოს არსებობა მთელი საქართველოსთვის მომგებიანი გახდება!

ამ ეტაპზე სანამ ქვეყანა ორხელისუფლებიანობიდან და პარლამენტი ნაციონალისტებიდან სამუდამოდ გაიწმინდება, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისშიადატანის რეალური საჭიროება არ არსებობს და დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ინიციატივა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს. სახელმწიფოს წარმატებული ფუნქციონირებისათვის და ეროვნული ისტორიის ორიენტირის განსაზღვრისთვის, საკუთარი ხალხის მტრადქცეული ნაციონალისტების დასამარცხებლად მათი რეჟიმი კანონგარეშედ უნდა გამოცხადეს და მათი საბოოლო იზოლაციისთვის ყოველნაირი რიგგარეშე არჩევნების ერთდროულად ჩატარება მიმაჩნია. ყოველივეს, დაუყოვნებლივ საქართველოს საზოგადოების დისკუსიის და განხილვის თემ ნდა გახდეს, სააქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის განცდა არ უნდა წაერთვას და თუ პარლამენტი თბილისში მაინც გადავა, მაშინ 2013 წლის ოქტომბრიდან თავისუფალი შესაძლებლობა იქნება , პარლამენტი აბოლოოდ პრეზიდენტის სასახლეში დამკვიდრეს, პრეზიდენტის კაბინეტი არსებულ მთავრობის შენობაში დაბრუნდეს, ხოლო ყველა შემთხვევაში თბილისში ყოფილ პარლამენტის შენობაში  ქართული ლუვრი დაფუძნდეს...

ამ მიმართულებით აზროვნება ბედნიერებასთან ზიარება იქნება და ვისურვებ, ფიქრის, განსჯისა და ღრმა ანალიზის საფუძველზე ქვეყანამ და მთავრობამ სიტყვითა და საქმით ამ მიმართულებით ერთად ვიფიქროთ, არჩევნების მონაპოვარი ღირსეულად დავიცვათ, შეცდომები არ დავუშვათ და იმედს არ ვკარგავ, რომ მოსაზრებაქართული ლუვრიიხილავს მზის სინათლეს.

3. არსებობს რუსთაველის გამზირის განვითარების პროექტი, რომელიც ასევე საზოგადოების დისკუსიისა და განხილვის თემა უნდა გახდეს.

საუკეთესო სურვილებით ესპანეთიდან პროექტისა და იდეის ავტორი

გენო ცაავა

კინორეჟისორი, მხატვარ–დიზაინერი, პროდიუსერი.

P.S. 

წარმოიდგინეთ პეტერბურგში – ყოფილ მეფის სასახლეში  „ერმიტაჟიდა პარიზში  მეფეთა სასახლეში კი ლუვრი არ არსებობდეს.

ღეს კი მსოფლიოში ულამაზესი ეს მუზეუმები მილიონობით ადამიანის აღტაცებას იწვევს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1612
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია