დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/10/21 10:59:24

 საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი არა მარტო რეგიონის, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებსაც მნიშვნელოვნად აღემატება. ერთადერთი სომხეთია, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2013 წელს უმუშევრობა 18,5%- მიაღწევს, თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, ეს მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით იქ 0,5%-ითაა შემცირებული. საქართველოში, სსფ- პროგნოზით, 2013 წელს უმუშევრობის დონე 1,7%-ით მოიმატებს.

ხელისუფლების ცვლილების დროს უმუშევრობის ზრდის მატებას ჩვეულ მოვლენას უწოდებენ ქართველი ექსპერტები და თვლიან, რომ გადაჯგუფების პირობებში 1,7%-იანი ზრდა კატასტროფა არ არის

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეზობელ ქვეყნებში უმუშევრობის მაჩვენებელი უფრო მცირეა, ვიდრე საქართველოში. მაგალითად, ავიღოთ აზერბაიჯანი, სადაც 2012 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი 5% იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით კი ეს ციფრი 2013-14 წლებში 6%-ის ფარგლებში იმერყევებს.

უმუშევრობის მაჩვენებელმა, შარშანდელთან შედარებით, მცირედით მოიმატა რუსეთში და ამ დროისთვის 5,2%- შეადგენს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2012 წლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 15% იყო. შემცირდა თუ გაიზარდა მიმდინარე წელს ეს ციფრი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს გავითვალისწინებთ, ჩვენთან უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით, 1,7%-ით გაიზრდება და 16,7%- მიაღწევს. 2014 წლისთვის კი სსფ ამ მაჩვენებლის 17,3%-მდე ზრდას ვარაუდობს.

სსფ- პროგნოზით, 2013-14 წლებში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი იქნება სომხეთშიც, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით იქ უმუშევართა რაოდენობის შემცირება მოხდება.  კერძოდ, სსფ- პროგნოზით, თუკი 2012 წელს სომხეთში უმუშევრობის მაჩვენებელი 19% იყო, 2013 წელს ეს ციფრი 18,5%-მდე შემცირდება, 2014 წელს კი 18%-მდე.

რაც შეეხება კიდევ ერთ მეზობელ ქვეყანას - თურქეთს, იქ უმუშევრობის სტატისტიკა წლებია სტაბილურია და 10%- არ სცილდება. ამ დროისთვის თურქეთში უმუშევრობა 9,3%- არ აღემატება.

გარდა მეზობელი ქვეყნებისა, უმუშევრობა, საქართველოსთან შედარებით, მცირეა უკრაინაში, მოლდოვასა და ბელორუსში. ბულორუსში ოფიციალურად უმუშევრად მოსახლეობის 0,5% მიიჩნევა, 4,7%- შეადგენს უმუშევრობის მაჩვენებელი მოლდოვაში. რაც შეეხება უკრაინას, იქ ოფიციალური სტატისტიკა 8%- აღნუსხავს, რაც სსფ- პროგნოზით, 2014 წელსაც შენარჩუნდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო, როგორც მსოფლიოს ბევრი ქვეყანა, უმუშევრობის მაჩვენებელს ერთი და იმავე მეთოდოლოგიით ითვლის. მსოფლიო შრომის ორგანიზაციის კანონმდებლობა კი თვითდასაქმებულ ადამიანებსაც დასაქმებულად თვლის. ამავე ორგანიზაციის წესის თანახმად, უმუშევრად ითვლება პირი (15 წლის და მეტი ასაკის), ვისაც არ უმუშავია (1 საათითაც კი) გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში, ეძებდა სამუშაოს ბოლო 4 კვირა და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომდევნო 2 კვირის განმავლობაში.

იგივე ორგანიზაცია დასაქმებულუდ მიიჩნევს 15 წლისა და უფროსი ასაკის პირს, რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში მუშაობდა (სულ მცირე, 1 საათს მაინც) შემოსავლის (ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგების და ..) მიღების მიზნით; ეხმარებოდა უსასყიდლოდ სხვა შინა მეურნეობის წევრებს ან რაიმე მიზეზით არ იმყოფებოდა სამუშაოზე, თუმცა ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ.

ექსპერტ ნოდარ კაპანაძის შეფასებით, უმუშევრობის 1,7%-იანი ზრდა წარმოუდგენელი მაჩვენებელი არ არუს

შეიძლება ამ ციფრს ამერიკის, საფრანგეთის ან სხვა ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნისთვის სერიოზული დარტყმა მიეყენებინა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, ეს ასე არ იქნება იმიტომ, რომ ჩვენთან დასაქმების სტრუქტურა არ არის სრულყოფილი, სისტემა სხვაგვარად არის მოწყობილი და დასაქმებულების 50%-ზე მეტი სოფლად თვითდასაქმებულებზე მოდის.  მეორე მსხვილი ადგილი ვაჭრობას უკავია, მერე მომსახურების სფეროა, წარმოებაში დასაქმებულთა რიცხოვნობა კი საკმაოდ დაბალია.

რაც შეეხება ზოგადად უმუშევრობის მაჩვენებელს, ჩვენთან ის 15%-ის ან 15,5%-ის, ან თუნდაც 16%-ის შენარჩუნება წლების განმავლობაში ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროგრამებისგან ხდებოდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს თანხა სხვადასხვა პროექტებზე აღარ მიედინება და, შესაბამისად, დაიწყო უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდაც. ახლა მიმდინარეობს გადაჯგუფება და ამ პროცესის დროს, გასაკვირი ნამდვილად არ არის, რომ უმუშევრობა 1,7%-ით გაიზარდოს.

იმ შემთხვევაში, თუ გადაჯგუფების პროცესი წელსვე დასრულდება, მაშინ 2014 წლიდან უმუშევრობა ისევ დაიკლებს, მაგრამ თუკი პროცესი არ დასრულდა, სავარაუდოდ, უმუშევრობის ზრდა ისევ მოხდება. მოკლედ, ყველაფერი ისევ ამ გადაჯგუფებაზეა დამოკიდებული“, - აღნიშნაბიზნეს-რეზონანსთანსაუბრისას ნოდარ კაპანაძემ.

 

წყარო:comersant.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5182
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია