დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მოსახლეობის პრეტენზიები „გაერთიანებული წყალმომარაგების“ კომპანიასთან
2012/02/13 12:09:09

უკვე დიდი ხანია, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე №24 საცხოვრებელ კორპუსს წყლის საგადასახადო ქვითრებთან დაკავშირებით პრობლემა აქვს. ამ სახლის თითქმის ყველა სადარბაზოს მცხოვრები გამოთქვამს პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ წყლის საგადასახადო ქვითრები არასწორად მოაქვთ დანიშნულ მისამართზე, ან კიდევ - სულადობის არასწორი აღნიშვნით მოდის დავალიანება. უკვე თვეებია, მოსახლეობა არკვევს ამ პრობლემების მიზეზებს, თუმცა პასუხი დღემდე ვერ მიიღეს.

 

 

აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის მკვიდრი ნათელა მარგველაშვილი აღნიშნავს: „თვეების წინ მასთან წყლის დავალიანება შვიდ სულზე მივიდა. გაასწორეს შეცდომა შესაბამისი დოკუმენტაციით, მაგრამ დავალიანება ისევ შვიდ სულზე ამოუწერეს. ქალბატონი ასევე განმარტავს: „მუნიციპალიტეტიდან „წყალკანალში“ მივიტანე ცნობა სულადობის შესახებ. დამპირდნენ გასწორებას, თუმცა, მიუხედავათ ამისა, კვლავ განმეორდა იგივე პრობლემა. ისევ მივმართე „წყალკანალს“, რეესტრიდან მივიტანე სულადობის ცნობა, მაგრამ შეცდომა ისევ არ გაუსწორებიათ. მესამედ მომთხოვეს სულადობის ცნობა მუნიციპალიტეტიდან. ესეც მივიტანე, და ... ველოდები პასუხს.“

მსგავსი პრობლემა აღნიშნული საცხოვრებელი ბინის თითქმის ყველა მცხოვრებს აქვს. მათ აინტერესებთ, რატომ არის გაურკვევლობა და რა გამოსავალი არსებობს.

ჩვენ, დავდაპირველად, „უქიმერიონის“ მუნიციპალიტეტს ვესტუმრეთ, სადაც გვიპასუხეს: „თუ პიროვნებას სულადობასთან დაკავშირებული, ან სხვა რაიმე დოკუმენტაცია იურიდიულად მოგვარებული აქვს, პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტს ეხსნება და აღნიშნული გაურკვევლობისთვის „წყალკანალს“ მიმართონ.“

აღარ დავაყოვნეთ და „ქუთაისის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ უფროსს ქეთი კიკვიძეს მივმართეთ.

- ქალბატონო ქეთი. ზევით აღნიშნული მოქალაქის, ნათელა მარგველაშვილის პრობლემის შესახებ როგორ კომენტარს გააკეთებდით?

- ვერ დავეთანხმები მოქალაქეს, რომელიც აცხადებს, რომ უკვე თვეებია, მუნიციპალიტეტიდან მოიტანა სულადობის კორექტირების ცნობები. რამეთუ, მართვის ტერიტორიულ ერთეულებს მსგავსი ცნობების გაცემის უფლება 2012 წლიდან, კომპანიისა და ქ. ქუთაისის მერიასთან შეთანხმების საფუძველზე მიეცა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, აბონენტთა პრობლემების ოპერატიულად მოგვარების ოპტიმალურ საშუალებად მართვის ტერიტორიულ ორაგნოებიდან გატარებული ცნობები ჩათვალა.

თუ აღნიშნულ მოქალაქეს იანვრის თვეში წარმოდგენილი აქვს სწორი სულადობის სათანადო დოკუმენტი (ცნობა მართვის ტერიტორიულ ორგანოდან) კომისიური წესით, განხილვის შემდეგ კორექტირება აისახება თებერვლის ქვითარში, დოკუმენტში მითითებული რიცხვიდან, ანუ სულადობის შემცირების შემთხვევაში, თანხის ჩამოწერა განხორციელდება ცნობაში დაფიქსირებული თარიღიდან და არა ცნობის მიტანის დღიდან.

- იმავე სადარბაზოში მცხოვრები მარინა ჭეიშვილი ამბობს, რომ მისი წყლის ქვითარი მეზობლის სახელზე მიდის, რომელიც, წლებია, მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ იმ პიროვნებას არანაირი შეხება არ აქვს მარინა ჭეიშვილის საცხოვრებელ ოთახთან.

- თუ აბონენტს დამონტაჟებული აქვს მრიცხველი და დარიცხვა წყალმზომის ჩვენების საფუძველზე მიმდინარეობს, გვარის კორექტირება ხორციელდება ადგილზე - პირადობის მოწმობის საფუძველზე, ხოლო მომხმარებელი სასმელი წყლის საფასურს სულადობის მიხედვით იხდის. საჯარო რეესტრიდან ბინის მესაკუთრის შესახებ დოკუმენტისა და ქვითრის წარმოდგენის შემთხვევაში, ოპერატიულად ხორციელდება გვარის კორექტირება, ამ შემთხვევაში, ოპერატიულად ხორციელდება გვარის კორექტირება, ამ შემთხვევაში მისთვის ტერიტორიული ორგანოებიდან ცნობის წარმოდგენა უსაფუძვლოა.

- აღნიშნული საცხოვრებელი ბინა შვიდი სადარბაზოსგან შედგება. წყლის გადახდის ქვითრები არ მიდის მითითებულ მისამართზე. რაში ხედავთ გამოსავალს?

- მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი გაზეთით ყველა აბონენტს ურთიერთთანამშრომლობისაკენ მოვუწოდო. რამეთუ ჩვენი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი არა მხოლოდ გაუმჯობესებული წყალმომარაგებაა, არამედ - აბონენტთა ნდობის მანდატის მოპოვება და კმაყოფილების ამაღლებაა. რა თქმა უნდა, არ უარვყოფთ არსებულ პრობლემებს, მაგრამ არსებობს გამოსწორების მცდელობა... ჩვენი მიზანია მათი სრული ლიკვიდაციაა.

 

***  

პრესსამსახურის პასუხიდან ისე ჩანს, მოსახლეობის ეს ხანგრძლივი ტანჯვა-წვალება ლამის მოგონილია...

არდა, წყლის გადასახადებმა თითქმის ნევროზი დამართა ხალხს.

საცხოვრებელი ბინის საერთო პრობლემას ასევე წარმოადგენს წყლის ტუმბოების მოხმარება. წყალი თვითდინებით არ მიეწოდება მოსახლეობას, ამიტომ იძულებულნი არიან, ორმაგად გადაიხადონ ელექტროენერგიის გადასახადი. მანამდე ისინი გადასახადის 50%-ს იხდიდნენ, ახლა კი ეს შეღავათიც გაუუქმდათ.

წყლის მოხმარებისა და საგადასახადო ქვითრების პრობლემა არა მხოლოდ დავით აღმაშენებლის გამზირის მცხოვრებლებს აწუხებს, ასეა თითქმის მთელ ქალაქში.

ასეთი მასობრივი უკმაყოფილების ფონზე, ალბათ, ორგანიზაციას მეტი ძალისხმევა და ქმედითუნარიანობა მართებს.

 

ხატია გორგოძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1680
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია