დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველო საუკეთესო გასტრონომიული ტურისტული ქვეყნების სამეულში მოხვდა
2015/11/21 09:36:00

29 ივნისიდან 10 ნოემბრის ჩათვლით ვებგვერდ National Geographic-ის მიზიტორები ხმას აძლევდნენ საყვარელ მიმართულებებს ტულიზმის სფეროში. 18 ნომინაციისაგან შემდაგ გამოკითხვაში მონაწილეობა 240 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

 

ნომინაციაში „საუკეთესო მიმართულება სანაპირო დასვენებისთვის“ გაიმარჯვა ტაილანდმა, რომელსაც ხმა გამოკითხულთა 14%-მა დაუჭირა. მეორე ადგილი დაკავა ესპანეთმა 12%-ით, მესამე – ფილიპინებმა(10%).

 

საექსკურსიო ტურების საუკეთესო ადგილად ჩინეთი დასახელდა (17%), მეორე ადგილზე გავიდა თურქეთი (14%) და მესამეზე – სერბეთი (11%).

 

საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტები შვეიცარიაშია, რომელმაც გამოკითხულთა ხმების 21% დააგროვა, მეორე ადგილზე – ავსტრია (20%), ხოლო მესამეზე – ნორვეგია (17%).

 

საუკეთესო ეკოდასვენების ადგილად გამოკითხულებმა მალაიზია მიიჩნიეს, შემდეგ – პორტუგალია და ნამიბია.

 

„აგროტურებიზმის“ ნომინაციაში გაიმარჯვა იტალიამ (26%), მეორე ადგილზე გავიდა ბელორუსია (22%), მესამეზე – სლოვენია (20%).

 

„წლის აღმოჩენა“ ტურიზმის კუთხით გახდა აზერბაიჯანი, მეორე ადგილზე ბახრენინი გავიდა.

 

ხოლო ნომინაციაში „გასტრონომიული ტურიზმი“ გაიმარჯვა საფრანგეთმა (21%), მეორე ადგილზე გავიდა საქართველო (18%), ხოლო მესამეზე – მექსიკა (16%).

 

(თარგმანი)

წყარო: http://www.geomigrant.com/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9835
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია