დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქდმ-ის რჩევები ქუთაისის თვითმმართველობას
2011/12/05 17:06:04

დღეს პოლიტიკური მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატების ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა  ჟურნალისტებთან მორიგი  შეხვედრა გამართეს, სადაც პარტიის წევრებმა მმართველ გუნდს  ექვს-პუნქტიანი რეკომენდაცია მისცეს 2012 წლის ბიუჯეტის პროექტზე. მათი განცხადებით, აუცილებელია უფასო მგზავრობით ისერგებლონ სტუდენტურმა ოჯახებმაც, ადგილობრივი თვითმმართველობის სამედიცინი დახმარების პროგრამაში თვითმმართველობის თანამონაწილეობის მაქსიმალური თანხა 700 ლარიდან 1000-მდე განისაზღვროს, ერთჯერადი დახმარება 200 ლარიდან 300-მდე გაიზარდოს, სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა კვების თანადაფინანსება გაიზარდოს 40 %-ით და ბოლოს – სამედიცინო პროგრამებში ადგილობრივი თვითმმართველობის თანამონაწილეობა 50% დან 75%-მდე განისაზღვროს.

ქრისტიან-დემოკრატები იმედოვნებენ, აღნიშნულ რეკომენდაციას ადგილობრივი თვითმმართველობა გაითვალისწინებს 2012 წლის ბიუჯეტში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1644
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია